1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

უბრალოდ გენიოსი კვენტინ ტარანტინო

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

Quentin Jerome Tarantino Quentin Jerome Tarantino

მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟისტი
დაიბადა: 1963 წლის 27 მარტს
დაბადების ადგილი: ნოქსვილი, ტენესი, აშშ
სიმაღლე: 1.85 მ.
სულ: 99 ფილმი
პირველი ფილმი: 1985 წ.

დედის მხრიდან ინდიელი ჩეროკების ტომის სისხლი აქვს, მამის მხრიდან - იტალიური. 

- ბატონო ტარანტინო, ვინაა, თქვენი აზრით, ყველა დროის საუკეთესო რეჟისორი?

- (ფიქრობს). ჰოვარდ ჰოუკსი (”ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს”). აღმერთებდა ლიტერატურას, ბევრს კითხულობდა, აკეთებდა ეკრანიზაციას. მე ესეც მომწონს. ამიტომ დავიწყე კინოში მუშაობა სცენარების წერით. კინოში თუ არ მიმიღებდნენ, მწერალი გავხდებოდი.

- ხშირად გიწვევენ კინოფესტივალებზე. რა უფრო მოგწონთ, თქვენი სურათების წარმოდგენა თუ სხვისი ფილმების განსჯა?

- ძალიან მიყვარს შეფასება! (იცინის). ესაა კოლეგების ნამუშევრების ნახვის საშუალება. ნეტარებაა - შეხვიდე დარბაზში მოუმზადებელი და ჩაეშვა სიუჟეტის, სტილისა და კინოხერხების სიახლის ატმოსფეროში. საბედნიეროდ, ჩემში მარტო შემოქმედებითი კი არა, კრიტიკული მხარეც განვითარებულია. ლოს-ანჯელესში ხანდახან კინოსეანსიდან სახლში მოვდივარ და სურათზე კრიტიკულ წერილს ვწერ ხოლმე. დასაბეჭდად კი არა, ჩემთვის, რომ უკეთესად გავაანალიზო ნამუშევარი.

- ერთია, საღამოს კინოში წახვიდე და მეორე - ფესტივალზე მუშაობა. იქ ხომ, სამი, ხან კი ხუთი ფილმია დღეში სანახავი. არ იღლებით?

- თუ ვინმე ერთი გიჟის ამბავს მოგიყვებათ, რომელიც მზადაა 24 საათის განმავლობაში უყუროს ფილმებს, ის გიჟი მე ვიქნები.
- მეგობრების ნამუშევრებვის შეფასება არ მოგხდომიათ? ალბათ ცდილობენ, დადებითად განგაწყონ?
- (დუმს, გეგონება, შეკითხვა ვერ გაიგო)



- არ გთხოვენ, მათი ფილმი აირჩიოთ?

- რას ამბობთ! ეს არასდროს არავის გაუკეთებია. პირიქით! მაგალითად, ვენეციის ბოლო ფესტივალზე ჩემი მეგობრები, არათუ არ მეკარებოდნენ, გამირბოდნენ კიდეც. ძალიან მოსაწყენია ხოლმე. კიდევ კარგი რობერტმა (რობერტ როდრიგესი) მაინც კონკურსგარეშე ჩვენებისთვის ჩამოიტანა ფილმი, თორემ ისიც გამექცეოდა.

- კინოზე საკმარისია. გასაგებია, რომ ესაა თქვენი საქმე, ვნება და ჰობი. მაგრამ კიდევ თუ არსებობს რამე, რაც გაინტერესებთ. მაგალითად, ჰოროსკოპები?
- სერიოზულად ამბობთ?

- სავსებით. იქნებ ქალები? ქერები ან შავგვრემნები?

- ქერები, შავგვრემნები, წითურები. რა განსხვავებაა? მთავარია, ნიჭიერები იყვნენ.

- როგორ შეიძლება თქვენი ცდუნება?

- აი, ამას გიხსნით სწორედ - ტვინით. ხანდახან შეხედავ ქალს - ღვთაებაა! სახის ნაკვთები გამოკვეთილი, ლამაზი, ფიგურა - უზადო, თავში - სიცარიელე. საცობივით სულელი! მეორე, შეიძლება პუტკუნაც, რომ არ იცის, რომელ დიეტაზე დაჯდეს, იწყებს მუშაობას და გარდაისახება: სახე უნათდება, თვალები უბრწყინავს. თავისი სიმსუქნეც კი ავიწყდება. აი, ესაა ის გოგო, რომელსაც ჩემი ცდუნება შეუძლია!

- ბოლოს როდის იჩხუბეთ?

- ამაზე ბულვარულ პრესაში წაიკითხეთ, დაწვრილებითი ანგარიშია: ვისთან, როდის, რამდენი დარტყმა გავუშვი.

- არასასიამოვნოა? თქვენი ფილმები ხომ სულ ძალადობაზეა, გმირები ერთმანეთის დალილავებების და დასახიჩრების ოსტატები არიან. ე.ი. ჩხუბის გადაღება გიყვართ, მათზე მოყოლა კი - არა.

- აბა, რა, თავი ვიმართლო? სისასტიკე და ძალადობა - გასართობი ფილმების პოპულარული ფორმაა. აი, ფრედ ასტერს ხომ არ ეტყოდით: ”ფრედ, რით ვერ მოიცეკვე? სხვა რა შეგიძლია შესთავაზო ჩვენს მაყურებელს?” ზოგ ადამიანს მუსიკა და სიმღერა სიამოვნებს, სხვას - ძალადობა ეკრანზე. ვიღაცამ ასეთი გემოვნებაც ხომ უნდა დააკმაყოფლოს.

- რა გარემოებებში იტყუებით?

- მე? არასდროს. ყოველთვის. გულისხმობთ - კინოში? კინოს ხომ ტყუილად არ უწოდებენ მხატვრულს, ანუ ფიქტიურს.

- არა ცხოვრებას ვგულისხმობ.

- აჰა, ცხოვრებაში. ყოველთვის. ერთადერთი ბავშვი ვარ ოჯახში. ასეთებს ყოველთვის უყვართ ლაქლაქი. მთელი ბავშვობა არავინ იყო, ვისთანაც ენას მოიფხანდი. მერე კი დაიწყო - მეგობრები, კოლეგები, ქალები. ყველგან ჩემი აზრი აინტერესებთ, მთხოვენ ინტერვიუს. თუმცა ქალები დავაფრთხე ჩემი ლაქლაქით.

- ვისთან წახვიდოდით, ღამის გასათევი რომ არ გქონდეთ?

- უსახლკაროდ კალიფორნიაში, თუ რუსეთში? ჩვენთან ხომ ასეთი ყინვები არ იცის.

- ე.ი. არ გყავთ მეგობრები, ვინც შეგიფარებდათ?

- მყავს, რა თქმა უნდა. რობერტი მაგალითად. მაგრამ იმასთან ფეხით ვერ მიხვალ.

- ვინ უფრო სექსუალურია: ჯორჯ კლუნი თუ ბრედ პიტი?

- ასეთი კითხვებით მათაც დაუსვით? საერთოდ ქალები მირჩევნია, მაგრამ თუ დამაძალებთ, ელვის პრესლის ავირჩევდი.

- რას გეძახით დედა?

- როცა ბრაზობს, თუ როცა მაქებს? კვინტ, კვინტი, ანუ ”მეხუთე”.

- რატომ მეხუთე, მისთვის ხომ ერთადერთი ხართ?

- სახელი ითარგმნება ასე. მოზარდობაში ბერტ რეინოლდსის გმირზე იყო შეყვარებული, რომელსაც კვინტი ერქვა.

- სად დევს თქვენი ”ოსკარი”?

- თქვენ რატომ გაინტერესებთ?

- საინტერესოა.

- არ გეტყვით, ვინ იცის, რას გაიფიქრებთ.

 

Comments:

GGG Studi@