1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ვიცე მის საქართველო ანი ხიციშვილის წარმატებული გამოსვლა “Miss Tourism International 2011”-ზე

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

ვიცე მის საქართველო ანი ხიციშვილის წარმატებული გამოსვლა “Miss Tourism International 2011”-ზე31 დეკემბერს, მალაიზიაში ჩატერბულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე “Miss Tourism International 2011”-ზე, საქართველოს წარმომადგენელი, ვიცე მის საქართველო 2011, 19 წლის ანი ხიციშვილი Top 15-ში შევიდა და წარმატებით დაიწყო თავისი საერთაშორისო კარიერა.

კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა 22 წლის მალაიზელი ლამაზმანი AILEEN GABRIELLA ROBINSON.

54 მონაწილეთაგან, Top 15-ში აგრეთვე შევიდნენ შემდები ქვეყნები: ჩეხეთი, ტაილანდი, პანამა, მონღოლეთი, სინგაპური, კოსტა რიკა, პორტუგალია, მალაიზია, ინდოეთი, ბრაზილია, ჩინეთი, ყირგიზეთი, შრი-ლანკა და პერუ.

“Miss Tourism International 2011”-ი წელს უკვე მე-15-ედ ჩატარდა მალაიზის დედაქალაქ კუალა ლუმპურში და ყოველწლიურად დიდ ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში.

საქართველოსთვის ეს კონკურსი საკმაოდ წარმატებულია რაზეც მეტყველებს ანი ხიციშვილის წარმატება და წინა წლების შედეგები:

  • 2006 წელი- ნინო აბაშიძე ტოპ 5 და საპატიო ნომინაცია “Miss Global Beauty”
  • 2004 წელი- სალომე ჩიკვილაძე ტოპ 10 და ნომინაცია “Miss Grace”
  • 2003 წელი- Mმარიამ ნურიევა ტოპ 10 და ნომინაცია “Miss Best Body”

Comments:

GGG Studi@