Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი
 
დაამატე რჩეულებში
ღვიძლის პაშტეტი

 

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

530 გრ. საქონლის ღვიძლი, 60 გრ. კარაქი, 80 გრ. სალა “შპიკი”, 60 გრ. ხახვი, 50 გრ. სტაფილო, 30 გრ. ბულიონი ან რძე, პილპილი, მარილი.

 

 

მომზადების წესი:
ღვიძლი ოდნავ დაბეგვეთ, მოაშორეთ აპკი, ამოჭერით სადინარები და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ბოსტნეული გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად.

სალა დაჭერით წვრილად, დაყარეთ გახურებულ ტაფაზე და შეწვით ცხიმის გამოსვლამდე, დაუმატეთ ბოსტნეული და მოთუშეთ ნახევრად, თან ურიეთ. დაუმატეთ მომზადებული ღვიძლი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაბრაწეთ, დაახურეთ და მიიყვანეთ მზაობამდე. ღვიძლი და ბოსტნეული ერთად გააგრილეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 2-3-ჯერ, დაუმატეთ ბულიონი ან რძე და წამოადუღეთ. მასა გააცივეთ, დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

 

ევას კულინარიულ რეცეპტებზე ზრუნავს  www.gurmani.com.ge

 

ულუფის რაოდენობა: 5; მომზადების დრო: 45 წუთი.

გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე!
კომენტარის დასატოვებლად აუცილებელია რეგისტრაცია
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.