
13 თებერვალს კლუბში „კუბიკი“ ევა.გე ს რედაქცია, „მოდის თეატრი ადიტის“ ხელმძღვანელობა, დამსწრე საზოგადოება და 17 კონკურსანტი მოუთმენლად ელოდნენ ვალენტინობის დადგომას, რადგან სწორედ 12 საათზე გამოვლინდებოდა „მისტერ ვალენტინი 2009“. საღამო მაღაზია „ლეკოქ სპორტივის“ კოლექციის ჩვენებით დაიწყო, რომელსაც საზოგადოებას სხვადასხვა პროფესიის პროფესიონალი და ახალბედა მოდელი წარმოუდგენდა. არ წყდებოდა აღტაცებით გამოწვეული აპლოდისმენტები და ოვაციები, საქართველოში ხომ პირველად ტარდებოდა მსგავსი კონკურსი, ქართველ საზოგადოებას პირველი „მისტერ ვალენტინი“ უნდა გამოევლინა.
 ევა.გე ს მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ დახურულ კასტინგზე 10 თებერვალს 14 ბიჭი უნდა არჩეულიყო, თმცა ჟიურიმ დამატებით 3 კონკურსანტი გადაარჩინა. ეს ფაქტი კონკურსანტების კარგ ფიზიკურ მონაცემებზე მეტყველებს, არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იყო. ერთი–მეორეზე უკეთესი ნომინანტები ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებდნენ.
კონკურსი პრიზების სიუხვით და ფასეულობითაც გამოირჩეოდა, საჩუქრები ვალენტინოსგან, მისონისგან, ლეკოქ სპორტივისგან, საფილოსგან, პრაიმ ფიტნესისგან, თი–დი–ჯი ჰოლდინგისგან, ბოდი იმიჯისგან, მაღაზია მოდა+სპორტისგან, სილამაზის სალონთა ქსელი ნატალისგან, ბენეხისგან, ლუტეციისგან.
მასპინძლობა კლუბ „კუბიკთან“ ერთად „მითანამ“ და „ტკბილმა ქვეყანამ“ გაგვიწია, რომლებმაც სპეციალურად ამ დღისთვის უგემრიელესი კანაპეები და ულამაზესი გულის ფორმის ტორტები მოამზადეს. დამსწრე საზოგადოება კი ფავორიტის გამარჯვებას შამპანიური „გალაქტიონით“ ულოცავდა ერთმანეთს. საღამოს სამი ახალგაზრდა და ნიჭიერი მომღერალი თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე საკუთარი რეპერტუარით ალამაზებდნენ. „მოდის თეატრი ადიტის“ მოდელები, სალონი „ლა-ბონერის“ ძვირფასი სადედოფლო კაბებით გამოვიდნენ პოდიუმზე, სანახაობა იმდენად ლამაზი იყო, რომ გათხოვების სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებოდათ.
საღამო თამუნა მუსერიძეს და ნიკა ამირეჯიბს მიჰყავდათ, თამუნას დიზაინერი ნანა მელქაძის ულამაზესი ოქროსფესი კაბა ეცვა, მის ვარცხნილობაზე კი სალონმა „ლა-ბონერი“-მ იზრუნა.
და აი დადგა ნომინაციების გამოცხადების დროც, მოლოდინით ანთებული ხალხი წამყვანებს გარს შემოეკრა...
 ნომინაცია „მისტერ ელეგანტურობა“, „ინტერნეტ სიმპათია“, „მისონის სიმპათია“ და „მოდა+სპორტის სიმპათია“ ლაშა ჯაფარიძეს ერგო წილად; „მისტერ სექსუალურობა“ - იანო არევაძე; „მაყურებლის სიმპათია“ - მიშკა როსტიაშვილი; სილამაზის სალონთა ქსელის „ნატალის“ სიმპათია - გიორგი კუკულაძე; „ლეკოქ სპორტივის“ სიმპათია - გიორგი კახაძე; „მისტერ ღიმილი“ - შაკო იაშვილი; „ბოდი იმიჯის სიმპათია“ კი ლაშა ბნორძიკული გახდა. ვიქტორ გჰეგეშიძეს „მისტერ ფიტნესი“ და „მისტერ ფოტოგენურობა“ მიენიჭა. სანი ტერ–სიმონოვი „კონკურსანტების სიმპათიად„ და „ლუტეციის სიმპათიად“ დასახელდა. „საფილოს სიმპათია“ გიორგი ნაზღაიძე გახდა. ტიტული „მისტერ ექსტრავაგანტულობა“ გიორგი ნადირაშვილმა მიიღო. და ბოლოს დადგა „მისტერ ვალენტინი 2009“ ის ნომინაციის გამარჯვებულის გამოვლენის დრო. ხალხი მოუთმენლად ელოდა წამყვანების მიერ ჟიურის გადაწყვეტილების გამოცხადებას. გაიხსნა კონვერტი და თამუნამ და ნიკამ ერთხმად გამოაცხადეს „„მისტერ ვალენტინი 2009“ - გიორგი ნაზღაიძე“. აპლოდისმენტები არ წყდებოდა, გიორგის ხომ მოულოდნელი სურპრიზი ელოდა „ვალენტინოსგან“, იგი ბრენდმა თავის სახედ გამოაცხადა და ერთწლიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა.























„მოდის თეატრი ადიტის“ მოდელები, სალონი „ლა-ბონერის“ სადედოფლო კაბებით






გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე! |