Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი
 
დაამატე რჩეულებში
ვის ეკუთვნის მისტერ ვალენტინი 2010 ის გული?

 

 

 

   13 თებერვლის ღამეს, კლუბში Night Office, ჩვენს ჟურნალში უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსი “მისტერ ვალენტინი” ჩატარდა, სადაც დახურულ კასტინგზე გადარჩეული 10 ფინალისტი ქართველი მამაკაცი იღებდა მონაწილეობას. ისინი ჟიურის და დამსწრე საზოგადოების წინაშე სელიოს ბრენდის სამოსით წარსდგნენ.

  ჟიურის თავმჯდომარემ – ლალი მოროშკინამ, და ჟიურის სხვა წევრებმა, მარინა სალუქვაძემ, ლალი ტოტიკაშვილმა, გია ჯაჯანიძემ, კახა ბასილიამ, ლაშა ჯაფარიძემ, იკა ქალიაშვილმა და „მისტერ ვალენტინი 2009“–ის გამარჯვებულმა გიორგი ნაზღაიძემ გამარჯვებული რამდენიმე კრიტერიუმით შეარჩიეს: სიმაღლე, ათლეტურობა, მამაკაცურობა ...

  ჟიურის გადაწყვეტილებით „მისტერ ვალენტინი 2010“ ის ტიტული 17 წლის ჯაბა წიკლაურს გადაეცა. ჯაბამ ტიტული „მისტერ სექსუალურობაც“ მიიღო.

  – რატომ გადაწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა და რას გეუბნებოდნენ ოჯახისწევრები და მეგობრები, როდესაც შენი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს?

 – მონაწილეობა პოპულარობის მიზნით მივიღე, სასიამოვნოა, როდესაც გცნობენ, თანაც ტიტულით „მისტერ ვალენტინი“. თუმცა იმედი, რომ მე გავიმარჯვებდი არ მქონდა. ათივე კონკურსანტი ძალიან კარგად იყო შერჩეული და კონკურენციაც იგრძნობოდა, პირადად მე მეგონა რომ დუდი ზირაქიშვილი გაიმარჯვებდა. თანაც საქართველოში იმდენად მიღებულია ჩაწყობა, რომ მე და ჩემს მეგობრებს გვეგონა ამ კონკურსზეც ყველაფერი ჩაწყობილი იქნებოდა, თუმცა ჩავთვალე, რომ კონკურსში მონაწილეობა მაინც მომიტანდა პოპულარობას. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ნომინაციაზე „მისტერ ვალენტინი 2010“ მე დამასახელეს. ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა.

 – ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ შენ ხარ მოდელი. ჟურნალ რეიტინგთან ინტერვიუში აღნიშნე, რომ საქართველოში უმეტესობას მოდელ ბიჭებზე ცუდი წარმოდგენა აქვთ. ეს მენტალიტეტი არ გიშლის ხელს?

 – სამწუხაროდ საქართველოში არის აზრი, რომ ბიჭი მოდელი აუცილებლად გეია, მეც მქონია ეგრეთ წოდებულ „ქუჩის ბიჭებთან რაზბორკები“. ვთვლი, რომ ეს მათი პრობლემაა. მე არ ვიზღუდები ამ მენტალიტეტით.

 – მიიღე თუ არა ის პოპულარობა, რასაც ელოდი ამ კონკურსიდან, გცნობენ თუ არა ქუჩაში?

 – მოსამზადებელ პერიოდში ნაკლებად, თუმცა 14 თებერვლიდან უკვე ქუჩაში ბევრი მცნობს, ხანდახან მესმის ხოლმე „შეხედე ეს მისტერ ვალენტინიაო“ (იცინის), სასიამოვნოა.

 – შენ მეთერთმეტე კლასში ხარ, სკოლაში როგორ მიიღეს შენი ტიტული, რა ხდება ხოლმე შენი კლასის წინ?

 – (ეცინება) გოგონების ბირჟაა, ავტოგრაფისთვისაც მოდიოდნენ ხოლმე, სკოლაში ყველა მხარს მიჭერდა, პედაგოგებიც და კლასელებიც.

 – ანუ შენი გულის მონადირებას ეხლა უფრო მეტი გოგონა ცდილობს?

 – ჩემი გული თავისუფალია, შეყვარებული აღარ მყავს,  საერთოდ ჩემზე უფროსი გოგონები მომწონს, ასე რომ პატარებს ნაკლები შანსი აქვთ (იცინის). 

 – შენ ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ამწე იქირავე მეხუთე სართულზე ახვედი და ფანჯრიდან აუხსენი სიყვარული შეყვარებულს, ეს გოგონა თიკა იყო?

 – არა, მანამდე მიყვარდა სხვა, თუმცა ის სიყვარული ძალიან მალე დასრულდა.

 – ჯაბა ზოგადად როგორი გოგონები მოგწონს და რას გვეტყვი ქართველ გოგონებზე?

 – შავგვრემანი, მაღალი და გამხდარი (იცინის), შავგვრემანი მოდელები მომწონს. ჩემი შეყვარებულიც მოდელია. პირველ რიგში გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას და მერე უკვე ხასიათს. ხასიათით თუ ვერ შევეწყე მერე ფუჭდება ურთიერთობა. საერთოდ ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან.

 – ჯაბა შენ კალათბურთელი ხარ და როგორც ვიცი ნიკოლაი დერიუგინთან ვარჯიშობ. რას ფიქრობდნენ შენი ტრენერი და გუნდელები შენს გადაწყვეტილებაზე?

 – გუნდელებმა იცოდნენ, მხარს მიჭერდნენ. დერიუგინმა არ იცოდა, და რომ გაიგო მისაყვედურა გიგულშემატკივრებდი რატომ არ მითხარიო.

 – მომავლის გეგმებზეც ვისაუბროთ, როგორც ვიცი Fashion week ის კასტინგზეც აგირჩიეს. კალათბურთზეც დიდი გეგმები გაქვს, რას აპირებ, რომელ გზას აირჩევ საბოლოოდ, როგორ ფიქრობ?

 – Fashion week ზე გამოვდივარ 3 დიზაინერთან, ბიჭოლასთან, ავთანდილთან და ნასიძესთან. არჩევანს რაც შეეხება, რათქმაუნდა კალათბურთს ავირჩევ. კალათბურთი პირველ ადგილზეა ჩემს ცხოვრებაში. წინასწარ არ მინდა ვთქვა რომელი ქვეყანაში ვაპირებ წასვლას სათამაშოდ, თუმცა ვიტყვი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება. საერთოდ ჩემი ფავორიტია კალათბურთელი Lebron James, Cavaliers - იდან, მინდა რომ ამ გუნდში მოვხვდე და მის გვერდით ვითამაშო. მინდა წარმატება პირველ რიგში კალათბურთით მოვიპოვო.

 

 

  ვურჩიოთ „მისტერ ვალენტინს“ წარმატება კალათბურთში პოდიუმზე გასვლას კი ის ყოველთვის შეძლებს, მსოფლიოში ხომ უკვე მიღებულია სპორცმენების პოდიუმზე სიარული.

 

 

 

 

 

     

 

 

გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე!
tatukaa88:
http:.e-castig.comindex.php?r=FE9d daakliket aaaaq magari saitiaaa
კომენტარის დასატოვებლად აუცილებელია რეგისტრაცია
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.