
უმრავლესობისთვის სოციალური ქსელი მეგობრებთან და ნაცნობებთან ურთიერთობის გამყარების საშუალებაა. მაგრამ საიტებს მეორე, უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდათ, – წერს გამოცემა The Daily Mail–ი.
ერთი ბრიტანული საადვოკატო კანტორის ცნობების თანახმად, თითქმის ყოველი მეხუთე წყვილი,რომელსაც განცხადება განქორწინების თაობაზე შემოაქვს, მიზეზად სოციალურ ქსელებს ასახელებს.
მარკ კინანმა, საადვოკატო ფირმის დირექტორმა განაცხადა: «ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ჩვენი კლიენტები უფრო ხშირად ამბობენ, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ ინფორმაციამ იქონია, რომელიც პარტნიორებზე სოციალურ ქსელში მოიპოვეს. ამიტომ იმის გარკვევა დავიწყე, რამდენად გავრცელებულია ასეთი სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ სარჩელთა 20%–ი შეიცავდა ბმულებს Facebook–ზე. ყველაზე პოპულარულ მიზეზად ქსელურ მეგობრებთან სექსუალური ხასიათის საუბრები სახელდებოდა».
კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ინტერნეტი მეუღლებრივ ტყუილებს უწყობს ხელს, დაწყებული მსუბუქი ფლირტით და რეალური ღალატით დამთავრებული.
ინტერნეტ–ინტრიგებმა ახალ ბიზნეს–მიმართულებას მისცა სტარტი – „ცუღლუტი“ მეუღლეების თვალთვალი ინტერნეტში.
იმისთის, რომ ამხილონ, ქმრები და ცოლები არა მარტო ინტერნეტ–ჯაშუშების მომსახურებით სარგებლობენ, არამედ დამატებით „აკაუნტებსაც“ ხსნიან, რათა საკუთარი ცოლები და ქმრები სხვისი სახელით აცდუნონ და ამით მათი ერთგულება შეამოწმონ.
გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე! |