Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი
 
დაამატე რჩეულებში
შარლოტას მხეცები

     ცოტა ხნის წინ ჩვენმა ჟურნალმა ცნობილი მსახიობის შარლოტა გინსბურგის ბიოგრაფია შემოგთავაზათ. მასში აღნიშნული იყო, რომ წელს ქ-ნი გინსბურგი კანის ფესტივალის პრიზიორი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, იმაზე მოგვეწოდებინა მასალა, თუ რა მოუტანა ლარს ფონ ტრიერის გახმაურებულმა „ანტიქრისტემ“ სერჟ გინსბურგისა და ჯეინ ბირკინის ქალიშვილს „ოქროს პალმის რტოს“ გარდა...

სამყარო იცვლება, იცვლება შარლოტაც. არა, გარეგნულად იგივეა: პარიზული სასტუმროს რესტორანში გაშლილი თმით, მაკიაჟის გარეშე, ვიწრო ჯინსებსა და Balenciaga–ს (შარლოტა მარკის სახეა) ტვიდის ჟაკეტში ჩამოდის და ისევ სუსტ მოზარდს ჰგავს. მანერებში ბურჟუაზიული არაფერი გაჩენილა, დახვეწილად ზრდილობიანია და მთლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, რაღაც ძნელად დასაჭერი დეტალებია ახალი – უფრო მშვიდად საუბარობს და მეტს იცინის - ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს საკუთარი თავის შეცნობასა და იმ საიდუმლოს ჭვრეტაში, რომელსაც შარლოტა გინსბურგის საიდუმლო ჰქვია, წინ მიიწევს.

დღეს ორმაგი ტვირთი აქვს. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დაატყდა თავს წარმატება, მსოფლიო აღფრთოვანებულია მისი ნამუშევრით (მტკიცებულება ”ოქროს პალმის რტო” ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის). მეორეც, მაყურებელმა ბევრი ისეთი რამ დაინახა, რასაც მსახიობებიც კი არ აჩვენებენ (მტკიცებულება – ერთ–ერთ სცენაში მთავარი გმირი ქალი მაკრატლით იჭრის... სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს). ზოგი ამას მსახიობურ გმირობას უწოდებს, ზოგი მზადაა, შეიბრალოს. სასტიკი ფსიქოანალიზი, ღია ეროტიკული სცენები და მოლაპარაკე ცხოველები – „ანტიქრისტემ“ მართლა შეძლო მაყურებლის გაოცება. გინსბურგი კი არაფერს ნანობს, ამაყია, რომ მონაწილეობდა ამ ფილმში და ტრიერთან მუშაობას არც მომავალში გამორიცხავს.

 

 

 

 

 

 

 

 

– როგორ შემოგთავაზათ ტრიერმა ეს როლი?
– მშვიდი შვებულება მქონდა, როცა დანიაში შეხვედრაზე დამპატიჟა.  ჩვენი საუბრის შემდეგ არ მიფიქრია, რომ ამ როლს მივიღებდი. ერთმანეთისთვის, პრაქტიკულად, არც არაფერი გვითქვამს.  მკითხა, მქონია თუ არა მანამდე შფოთის შეტევა, განვიცდი თუ არა რამე განსაკუთრებულ შიშს. მე ვუპასუხე, რომ არა. არც ერთ ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაუცია. მის გვერდით თავს ზედმეტად ნორმალურ ადამიანად ვგრძნობდი, რომელიც საერთოდ არაა საინტერესო. ისიც კი არ ვიცი, უნახავს თუ არა ჩემი ფილმები მანამდე. ასე იყო თუ ისე, ორი კვირის მერე მკითხა, ვთანხმდებოდი თუ არა როლზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

– როცა სცენარს კითხულობდით, უსიამოვნებას არ გგვრიდათ ის, რომ უილიამ დეფოსთან სასიყვარულო სცენებში  პორნომსახიობების მიერ შესრულებული ცალკეული პლანებია ჩასმული?
– ვიცოდი, რომ ეს თამაში უნდა მეთამაშა და  მზად ვიყავი. უფრო მეტიც – ეს მომწონდა. ლარსს ძალიან სჭირდებოდა, რომ ნიუ სცენებში სრულად მომეშორებინა ის, რაც მაკავებდა. სამაგიეროდ, მითხრა, რომ შემიძლია ვენდო, რომ არაფერს ისეთს არ ჩასვამდა, რაც უხერხულობას შემიქმნიდა.  როცა შედეგი ვნახე, უხერხულობა მაინც ვიგრძენი, თუმცა ვიცი, რა გავაკეთე. წავალ თუ არა იმავეზე სხვა დროს, არ ვიცი. რადგან იმან, რაც გავაკეთე უზარმაზარი მასშტაბი მიიღო.

– რას გულისხმობთ? 
– 2 თვე გერმანიაში ვცხვრობდი. სრულ იზოლაციაში, მიყრუებულ სოფელში, და მთელი ხნის მანძილზე ვყვიროდი და რაღაც ექსტრემალურ რამეებს ვაკეთებდი. ამ ქალის როლი თავიდან ბოლომდე კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნას ითხოვდა. ეს ძნელი, მაგრამ საინტერესო იყო – ორი თქვე ნახევრადშიშველი და სისხლში. დედას ვუგზავნიდი ხოლმე SMS–ებს და აღვწერდი, როგორ მიდიოდა ჩემი დღეები. გულიანად ვიცინოდით ამ ყველაფერზე. სადილის შემდეგ ჩემს სუფთა, სტერილურ ოთახში ვბრუნდებოდი, რომლის ფანჯარა გოლფის მოედანს გადაჰყურებდა და საღამოს სრულ მარტოობაში ვატარებდი. ეს საკმაოდ უჩვეულო იყო.

– არ გიყოყმანიათ იმის გამო, რომ შიშველს უნდა გადაგეღოთ? მაყურებელს უფრო მორცხვი ეგონეთ.
– მეც ასე ვთვლიდი! თავი სუპერმორცხვი მეგონა იმიტომ, რომ ამასთან ყოველთვის უზარმაზარი პრობლემები მქონდა. თუმცა ამ ფილმში ურცხვობით იმდენადაა გაჟღენთილი თავად გრძნობები, რომ რაღაც მომენტიდან სიშიშვლეს ყურადღებასაც აღარ ვაქცევდი.  ამ კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნა უფრო სამარცხვინო იყო, ვიდრე სხეულის ჩვენება. უილიამ დეფოს სახით კი მშვენიერი პარტნიორი შემხვდა, ძალიან კეთილი, საკუთარი თავის რწმენას რომ გმატებს.

- ივარჯიშეთ, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფილიყავით?
– დიახ, მაგრამ ვფიქრობ, სჯობდა რამდენიმე კილოგრამი მომემატებინა. როცა ამ ფილმში ჩემს თავს ვხედავ, სულაც არ მეჩვენება ჩემი თავი უფრო ლამაზი. არაქალური სხეული მაქვს – ზედმეტად გამხდარი, უფორმო.

–  თავს არაფრით იზღუდავდით?
– გადაღებებზე ერთმანეთს ცვლიდა დრამატული, სასიაყვარულო და სისხლიანი სცენები. ამ ყველაფერს პორნომსახიობების გადაღება მოჰყვებოდა. მართლა ძნელად წარმომედგინა, სად გადიოდა ჩემთვის ზღვარი. რაღაც მომენტში ლარსმა მკითხა, დავთანხმდები ტუ არა სცენაზე, რომელშიც ჩემი მსახე და პორნომსახიობის ასო ჩანს პირველ პლანზე. მე დავთანხმდი და აღმოვჩნდი მოედანზე მსახიობთან, რომელსაც არ ვიცნობდი, არადა სცენა კარგახანს გრძელდებოდა. მერე მოინდომა ისეთ სცენაში მეთამაშა, სადაც მსახიობს სასქესო ორგანოებს  შეშის ნაჭრით ვუნადგურებ. ჯერ დავთანხმდი, მაგრამ მერე თანდათან გაიზარდა უხერხულობა, ბოლოს მივედი ლარსთან და ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო. სულაც არ გაბრაზებულა. უკვე ვეღარ ვხვდებოდი, რას ვთვლიდი ჩემთვის მისაღებად და რის უფლებას ვაძლევ მას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–  გაშინებდათ ეს შეგრძნება? 
– არა, არ მაშინებდა, მაგრამ არც სასიამოვნო იყო – ცუდია, როცა საკუთარ თავთან უთანხმოება გაქვს.

– ყველა ამბობს, რომ მანამდე არავის უნახავხართ ასეთ ველური, მხეცური სახით... 
– ჩემს თავს თავისუფლება მივეცი. სასიამოვნო იყო,რომ არ მჭირდებოდა დაბრკოლებების შექმნა საკუთარი თავისთვის. გამუდმებით მეშინოდა, რომ ეს არ გამომივიდოდა. მაგრამ, როცა გადაღებები დასრულდა, ვიგრძენი, რომ რაღაც არ მყოფნის. თითქოს ორთვიანი დეპრესიისა და ისტერიკის საშუალება მოგცეს. აღმოვაჩინე, რომ ტყეში ღრიალსა და კივილ–წივილში დროის გატარება საკმაოდ გათავისუფლებს.

– პერსონაჟთან იდენტიფიკაცია თუ მოგიხდათ?
– არ მინდოდა ჩემი ცხოვრებით მეკვება როლი. ვფიქრობდი მხოლოდ პერსონაჟზე. რაც უნდა იყოს, სიტუაცია საკმაოდ ექსტერმალური იყო იმისთვის, რომ თავი პერსონაჟთან გამეიგივებინა.

 

 

 

 

 

 

 

– თუ შეგიძლიათ თქვენს ნამუშევარს მაყურებლის თვალით შეხედოთ?
– ასე არ გამომდის, არ შემიძლია, საკმარისად გავემიჯნო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ქალებზე საკმაოდ დამახინჯებულ წარმოდგენას გამოხატავს. როცა ლარსს პირელად შევხვდი, მიამბო, როგორ უთხრა დედამ, რომ მამა ნამდვილი მშობელი არ იყო. ვგრძნობდი, ბრალს სდებდა.  თავის გაყრაზეც მელაპარაკა, როგორც ყველაზე მშვენიერ რამეზე, რაც კი შემთხვევია ცხოვრებაში. მისი ცინიზმი მართობს. უზარმაზარ სინაზეს ვგრძნობ მის მიმართ, მისი ჯამბაზური გამოხტომებით და სრულიად გულწრფელი ტანჯვით.  გადაღებების წინ ყველას გვითხრა, რომ არ იცის, გაუმკლავდება თუ არა ამოცანას, დასძლევს თუ არა ამ ყველაფერს. რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა - მისი დაცვის სურვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

– საერთოდ თუ თვლით, რომ თქვენ მიერ შესრულებულ როლებს შეიძლება ფსიქოთერაპევტული ეფექტი ჰქონდეთ?
– არა. ჩემთვის ფსიქოთერაპია ის, თუ მივიღებ იმას, რასაც ვაკეთებ და ჩემი თავის გამოყვანაც შემეძლოს სამიდან. რაც უნდა იყოს, მე მაინც ვთვლი, რომ კინოში რაღაც არის ცოდვიანი. საბედნიეროდ, შეუსვენებლად მიყოლებით არ ვთამაშობ, რადგან ხანდახან მიჭირს საკუთარი თავით ტკბობის (რაც ამ ხელობის განუყოფელი ნაწილია) ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების აუცილებლობასთან მორიგება. ჯერ გადაღებები, სადაც სცენარზე, პერსონაჟზე ხარ კონცენტრირებული და სხვა არაფერი არსებობს. მერე კი ფილის გამოშვების პერიოდია, როცა მარტო იმას აკეთებ, რომ შენს თავზე ლაპარაკობ. რა თქმა უნდა, მსიამოვნებს ფოტოების გადაღება და ინტერვიუების მიცემა, მაგრამ ვთვლი, რომ არც ისე ადვილია გადაღებებიდან ფილმის რეკლამირებაზე გადასვლა.

– გადაღებების ოჯახურ ცხოვრებასთან შეთავსება თქვენთვის ძველებურად რთულია?
– დიახ. კონკრეტულად ამ ფილმის შემთხვევაში, ყოველ საღამოს მიჭირდა ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება. უქმეები მჭირდებოდა, რომ პარიზში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ყველა საქმეს ამ პერიოდში ივანი აკეთებდა (მსახიობი ივან ატალი – მეუღლე). მალე ავსტრალიაში მივემგზავრები ჟიული ბერტუჩელის ფილმში გადასაღებად და ბავშვების წაყვანაც მინდა. მათთვის არაფერი,მაგრამ ჩემთვის 2 კვირა ზღვარია. უფრო მეტს ვერ გავუძლებ.

– თუ ხვდებიან, რას ნიშნავს თქვენი შრომა? 
– ამ გადაღებების თაობაზე მათთან ბევრი არ მილაპარაკია. სხვა ფილმების გადაღებებზე კი მოდიოდნენ ხოლმე. ხვდებიან, რას ვაკეთებ, თუმცა ვშიშობ, მათ თვალში ჩვენი ხელობა მარტივი იქნება. ასეცაა: კარგად ვცხოვრობთ, გაგვიმართლა. თუმცა ხშირად არ ვახსენებთ სიტყვა ”შრომას”. არადა მე მინდა, იცოდნენ, რომ წარმატება დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს.

– თქვენ თუ გქონდათ ისეთი შეგრძნება, თითქოს თქვენი მშობლები თავს იტვირთავენ?
– არა. როცა მე და ჩემი და პატარები ვიყავით, დედაჩემს ხშირად არ იღებდნენ, მამა კი ყველაფერს ბოლო მომენტში აკეთებდა. ყოველ საღამოს სადმე ღამის კლუბში ატარებდნენ.

– როგორია თქვენი შვილების დამოკიდებულება თქვენი საქმიანობისადმი? 
– ვფიქრობ, ეს მათთვის მაინცდამაინც გასაგები სფერო არაა. როცა ბავშვი ვიყავი, იმის განცდა არ მქონია, რომ პოპულარობა რაღაც არანორმალურია. ჩემი მშობლების ამასთან უფრო ბუნებრივად ცხოვრობდნენ, ვიდრე მე. ხანდახან ვთამაშობ, თითქოს ეს არ მძაბავს. კითხვები არ აწუხებდათ, ჩვენს თავს ფოტოგრაფებს აჩვენებდნენ, ავტოგრაფებსაც გვაწერინებდნენ საპატიო სტუმრების ალბომებში და საერთოდაც, ძალიან ამაყები იყვნენ. ჩვენ კი ფოტოგრაფის დანახვისთანავე ვმალავთ ბავშვებს. ვფიქრობ, ესეც ნორმალურია, მაგრამ ბავშვები შესაძლოა ვერც ხვდებიან, რატომ ვაკეთებთ ამას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.02.10

გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე!
mshvildosani:
ტრიერი მაგარია ეს ფილმი ჯერ არ მინახია. დარწმუნებული ვარ ძალიან კარგია
marikuna24:
arc me mara es kali momtons
salli:
არ მინახავს ეს ფილმი
კომენტარის დასატოვებლად აუცილებელია რეგისტრაცია
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.