1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

კომო: ტბა ორისთვის

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

კომო: ტბა ორისთვის მყუდროება“ და „სიჩუმე“ სულაც არ გამოდგება მოწყენილობის სინონიმად ტბა კომოს შემთხვევაში. ეს ორი ცნება მშვენივრად ახასიათებს რომანტიკულ ატმოსფეროს, რომელიც აუცილებლად აამებს შეყვარებულ წყვილებს, რომლებიც განმარტოებულ დასვენებას ესწრაფიან.

ვარსკვლავური მხარე: როცა კომოზე გაემგზავრებით, ნუ ელით, რომ ველურ ბუნებაში ჩაკარგულ პატარა მყუდრო სახლაკში დაბინავდებით და ირგვლივ ასობით კილომეტრზე სულიერი არ გაჭაჭანდება. ამ ადგილს სრულიად სხვაგვარი განმარტოება ახასიათებს, რომელიც ჰაერშია გაბნეული. ასე რომ, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სიმრავლის მიუხედავად, აქ საოცრად კომფორტულად და მშვიდად გრძნობ თავს. დიდი ხანია, ეს კურორტი პოლიტიკოსებს, მეცნიერებს და ხელოვანებს იზიდავს: ანტიკურ ეპოქაში აქ ვირგილიუსისა და პლინიუს-უმცროსის ვილები იდგა. აქ დასვენება უყვარდა ჯონ კენედის. ბევრი ცნობილი ადამიანი კომოს მიდამოებში უძრავ ქონებას ეპატრონება, რათა ცნობისმოყვარე თვალებს მოარიდოს თავი.

კომო: ტბა ორისთვის ზოგის აზრით, ამ ადგილების მაგნიტურ მიზიდულობას ისტორია ასაზრდოებს. ამბობენ, ტბის ფსკერზე, კონტრაბანდისტების მანქანებთან ერთად, ნამდვილი რომაული გემების ნაშთი ინახებაო. ამის შემოწმებას ტურისტებიდან ვერავინ გაბედავს, რადგან კომო ევროპის ყველაზე ღრმა ტბად ითვლება. სიღრმე ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადგილობრივთაგანაც იშვიათად თუ ვინმე გარისკავს თავის გაგრილებას, თუნდაც ხვატიან დღეს.

თუმცა დიდი სიცხე კომოს ახლომახლო იშვიათადაა. ალპები საიმედოდ იცავენ ტბას ქარისგან, რაც კლიმატს რბილსა და ზომიერს ხდის. ამის მიუხედავად, ტურისტულ სეზონად მაინც მაისი-ოქტომბერი ითვლება, როცა საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 25 გრადუსია.

სტუმრად ზღაპართან: თუ, ჰოლივუდელთა კვალობაზე, საკუთარი ვილით კომოს სანაპიროზე ჯერჯერობით ვერ აღიჭურვეთ, არა ნაკლებ კომფორტს შემოგთავაზებთ სასტუმრო ბელაჯიო - ,,Grand Hotel Villa Serbelloni’’. ეს დიდებული ნაგებობა მინიატურულ სასახლეს ჰგავს, რომლის დეკორის უმცირესი დეტალიც კი ხელოვნების ნიმუშია. ერთ დროს ბევრ ცნობილ ფილმს სწორედ ამ ადგილას იღებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1976 წელს რომი შნაიდერის მონაწილეობით ფილმის „ქალი ცეცხლში“ გადაღებების დროს საპრეზიდენტო ნომერი გამოუსწორებლად დაზიანდა, ადმინისტრაციამ მსგავსი ღონისძიებები აკრძალა.

კომო: ტბა ორისთვისისტორიულ მემკვიდრეობას აქ იმდენად სერიოზულად ეპყრობიან, რომ ტურისტული სეზონის დამთავრებისთანავე ზედმიწევნითი რესტავრაცია მიმდინარეობს, თანაც მხოლოდ შენობის კი არა, შიდაინტერიერის უმცირესი ელემენტებისაც კი. მოჩვენებითი მფლანგველობა საბოლოოდ ამართლებს თავს: ,,Grand Hotel Villa Serbelloni’’-ში იშვიათად რჩება ცარიელი ნომერი. ისინი, ვინც აქ ვერ ისვენებენ, მაინც სტუმრობენ სასტუმროს, რომ მისი დიდებულებით დატკბნენ და ვარდისფერ ბაღში გაისეირნონ.

განმარტოების მაძებარი ახალდაქორწინებულები უარს არ ამბობენ უარს ტბაზე წყლის ტაქსით გასეირნებაზე. აუცილებლად შემოგთავაზებენ ერთადერთი კუნძულის - კომაჩინას, ვილა დ’ესტეს პარკის, დელ ბალბიანელოს ვილისა და უამრავი ცნობილი ადამიანის ვილის მონახულებას.

ქართული ვიკიპედია კომოზე: კომო (იტალ. Lago di Como; ლათ. Larius Lacus) — მყინვარული წარმოშობის ტბა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. მისი ფართობი 146 კმ²-ია და წარმოადგენს იტალიის სიდიდით მესამე ტბას გარდასა და ლაგო-მაჯორეს შემდეგ. 400 მ სიღრმით, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა და მისი ფსკერი ზღვის დონიდან თითქმის 200 მეტრით დაბლა მდებარეობს.

კომო: ტბა ორისთვისჯერ კიდევ რომაული ხანიდან პოპულარული თავშესაფარი იყო არისტოკრატთა ოჯახებისთვის, დღეს კი ძალზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მის ნაპირებთან  ბევრი ცნობილი ადამიანი ფლობდა ან ფლობს საკუთარ სახლს, მათ შორის არიან მეთიუ ბელამი, მადონა, ჯორჯ კლუნი, ჯანი ვერსაჩე, რონალდინიო, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ ბრენსონი და ბენ სპიზი. კომო იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად მიიჩნევა.

ტბის მოყვანილობა "Y"-ის ფორმას იღებს. ჩრდილოეთი ნაწილი სრულდება ქალაქ კოლიკოსთან, ქალაქები — კომო და ლეკო კი მის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებების ბოლოებთან მდებარეობს. ტბის სამი განშტოების გადაკვეთის წერტილში გაშენებულია პატარა ქალაქები — ბელაჯო, მენაჯო და ვარენა.

ტბა ძირითადად მდინარე ადას წყლით იკვებება, რომელიც ტბაში ქალაქ კოლიკოსთან შედის და უკან ქალაქ ლეკოსთან გამოდის. ასეთი გეოლოგიური ფორმის გამო, სამხრეთ-დასავლეთი განშტოება მკვდარია, შესაბამისად, ქალაქი კომო ხშირად იტბორება, რასაც ვერ ვიტყვით ლეკოზე.

კომო: ტბა ორისთვის

კლიმატი ტბის მიდამოებში რბილია. ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები მთელი წელი ყვავის. ზამთარში, მიმდებარე ტერიტორიებზე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. საშუალი დღიური ტემპერატურა დეკემბერში 13 °C-ია, ივლისში კი - 30 °C, ამავე თვეში წყლის ტემპარატურა 24 °C-ს აღწევს.

მასალა მოამზადა ს. გულიაშვილმა

Comments: