1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

საკურორტო გარდერობი

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

საკურორტო გარდერობითუ კურორტისთვის ემზადებით, შესაფერისი გარდერობია საჭირო. არაფერი უნდა დაგავიწყდეს, არც ძალიან უნდა გადატვირთო ბარგი და თან ყველაფერი აუცილებელი თან გქონდეს.

სასტუმროში
ყველა სასტუმროს თავისი dress-code აქვს. როგორც წესი, საუზმისა და სადილისთვის პლაჟის კოსტიუმიც კმარა, მაგრამ ვახშამზე საღამოს მორთულობა არ გაწყენთ. ამიტომ კარგია, თუ თან გექნებათ:

- კოქტეილის ორი კაბა;
- ბოლერო, ან რამე მოსაფარებელი, რომ ზღვის ნიავმა არ დაგიბეროთ ღია ტერასაზე;
- რამდენიმე სამშვენისი;
- ფეხსაცმელი ან მაშიები (ე. წ. “ბოსონოჟკები”).

ნომერში: აუცილებლად წაიღეთ პატარა აბრეშუმის ხალათი, ან სპორტული კოსტიუმი და მსუბუქი და მოხერხებული საშინაო ”შლოპკები”, რომელიც შხაპის მიღებისთვისაც გამოდგება.

პლაჟსა და ბასეინზე
- მინიმუმ 2 (სამი კი სჯობს) საცურაო კოსტიუმი,
- საცურაო კოსტიუმის ფერი ქვედატანი, ხალათი, ან საზაფხულო პარეო (გრძელი და ფართო შარფივი) - რომელიც ბარის სადგომთან აუცილებელი ატრიბუტია. 
- ფართოფარფლებიანი თავსაბურავი,
- პლაჟის სანდალი,
- პლაჯის მორთულობა, რომლის მთავარი ფუნქციაა ყველა შემხვედრის მოჯადოება.

დისკოთეკაზე: სექსუალურად რომ გამოიყურებოდე და არა ვულგარულად, საჭიროა, სხეულის ყველა ნაწილი ერთბაშად არ გაშიშვლდეს. თუ ჯინსების ჩაცმა გადაწყვიტეთ, თამამად შეუხამებთ ზედა სამოსს, რომელიც გარუჯულ სხეულს გამოაჩენს მოშიშვლებული მკლავებითა და ზურგით. მინიკაბას კი შედარებით დახურული ზედა მოუხდება, ასე აქცენტი უფრო მეტად ფეხებზე გაკეთდება. ჯინსების ფერში შეზღუდვა არ არის, თუმცა უპირატესობა პოზიტიურ, ნათელ ფერებს აქვს.

ქალაქში
- ნათელი ფერის კაბა ნატურალური ქსოვილისგან
- თხელი და ნათელი ფერის ლეგინსები და მისი შესაფერი მაისურები ან თხელი ზედა სამოსი; 
- შარვალი ან ქვედაკაბა (ამ ზაფხულს კაბის სიგრძე მხოლოდ იმ ქვეყნის ტრადიციით იზღუდება, რომელსაც ესტუმრებით); 
- 2 ბლუზა გრძელი და მოკლე სახელოთი, რომლებიც შერჩეულ შარვალს და ქვედაკაბას მოუხდება;
- თხელი სვიტერი;
- მოხერხებული ფეხსაცმელი ხანგრძლივი გასეირნებისთვის;
- მზის სათვალე;
- დიდი ტევადი ჩანთა ან ზურგჩანთა.

ექსკურსიაზე: ექსკურსიის წინ, როგორც წესი, გაფრთხილებენ, რისი ჩაცმა სჯობს ამა თუ იმ მარშრუტზე. თუ ზემოჩამოთვლილს თან წაიღებთ, თქვენს ბარგში აუცილებლად აღმოჩნდება ნებისმიერი ლაშქრობისთვის გამოსადეგი სამოსი.

სასიამოვნო დასვენებას და მზიან დღეებს გისურვებთ!

eva.ge
ს. გულიაშვილი 

Comments: