1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

17 წლის შემდეგ, ჯაზის ჰანგებით, ისევ თბილისში

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

ზაზა მარჯანიშვილიგუშინ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირველად 17 წლის შემდეგ ქართველი კომპოზიტორისა და მუსიკოსის, ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი „საჩუქარი თბილისს“ გაიმართა. 

ბატონ ზაზა ბარჯანიშვილთან ერთად ქართველი ჯაზის მოყვარულების წინაშე, ჯაზის ვარსკვლავები წარსდგნენ ნიუ ორლეანიდან - სტივ მასაკოვსკი, მარკ ბრაუ, როლანდ გუერინი და დაგ ბელოუტი. კონცერტს მუსიკალურად აფორმებდა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი.

გადავსებული დარბაზი ოვაციებს არ მალავდა და ბისზე ითხოვდა მუსიკოსების გამოსვლას. 

ზაზა მარჯანიშვილი  - კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, უკრავს 5 წლის ასაკიდან. მისი პირველი საკონცერტო ტურნე 6 წლის ასაკში შედგა. 15 წლისამ უკვე ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელშიც საკუთარ კომპოზიციებს ასრულებდა. 1989-1993 წლებში იყო ფოლკ-ჯაზ ჯგუფის „ადიოს“ წევრი. 1993 წელს მისი პირველი სოლო ალბომი გამოვიდა. 1994 წლიდან ის მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საკუთარ სტუდიას აარსებს.

ზაზა მარჯანიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ვენის, ახალი ორლეანის, ლას-ვეგასის, სან-ფრანცისკოს, ნიუ იორკისა და ლოს ანჯელესის მუსიკალურ ფესტივალებში.

1996 – 2002 წლებში ზაზა მარჯანიშვილი მუშაობს ჰოლივუდში, სადაც ქმნის კინომუსიკას. არის მხატვრული ფილმების (Shadow of Doubt, Fallen Angel, Telephone, Samuel და სხვა), სატელევიზიო სერიალების (The Water Nymphs, I Take Your Hand in Mine, Twenty Years in America, Shadow და სხვა ), სარეკლამო რგოლების, ტრეილერების და შემეცნებით დოკუმენტური ფილმების მუსიკის ავტორი და თანაავტორი.

ზაზა მარჯანიშვილს, როგორც კომპოზიტორს აქვს შექმნილი 8 ალბომი, რომელიც შეიცავს ჯაზის, კინომუსიკის, ეთნომუსიკის, კლასიკის, ლათინურ და აღმოსავლურ ელემენტებს. მისი ბოლო ალბომი 2010 წელს ჩაიწერა 3 ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და საქართველოში.  მან, როგორც პროდიუსერმა შექმნა 150 ზე მეი ალბომი, განსხვავებული მუსიკალური სტილისტიკით - ჯაზი, სამბა, რეგეი, როკი, ალტერნატიული მუსიკა, ირლანდიული და ამერიკული ფოლკი, სალსა, ჩნური ფოლკი, მედიტაციური მუსიკა და სხვა.

www.myspace.com/zazajazza

Comments:

GGG Studi@