„წიქარას“ თბილისური პრემიერა
- დეტალები
- განყოფილება: დასვენება და გართობა
- შექმნილია 07 თებერვალი 2012
- გადასვლები: 524
მულტი-პულტის თეატრი აკაკი ხორავას მსახიობის სახლში, 11 თებერვალს 13 და 15საათზე გამართავს ბაქოს საერთაშორისოფესტივალზე პრემირებული სპექტაკლის „წიქარას“ თბილისური პრემიერას. სპექტაკლი, ბაქოელმა კრიტიკოსებმა 12 ქვეყნის 20–მდე სპექტაკლში საუკეთესოდ აღიარა. საერთაშორისო პრემიერის შემდეგ, ქართული ხალხური ზღაპრის „წიქარა“პირველიდადგმა, მხოლოდ ერთი დღით თბილისშიც იქნება წარმოდგენილი.
ბაქოს საერთაშორისო ფესტივალის დასრულების შემდეგ ცნობილმა აზერბაიჯანელმა თეატრმცოდნემ, პროფესორმა აიდინ თალიბზადემ ასეთი შეფასება მისცა „წიქარას“: „ ქართველებმა თოჯინების სპექტაკლი ისე დადგეს, როგორც ნაძვის ხის გარშემო მოწყობილი ზეიმი, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში საკმაოდ სევდიანი მოტივებიც ჟღერდა. სპექტაკლის დეკორაცია ისე ტრიალებდა, როგორც კარუსელი ნაძვის ხის გარშემო და ეს პასაჟი აძლევდა დამატებით რიტმს, დინამიკას თოჯინების გათამაშებას და სპექტაკლს. ენობრივი ბარიერი სპექტაკლში განსაკუთრებულად თვალში საცემიარიყო, თუმცა სიუჟეტურად ამბავი ნამდვილი დრამა, ტრაგედია. სპექტაკლი კი ვითარდება, როგორც ნათელი საბავშვო ზღაპარი, საინტერესო, იმპულსურსა სცენოსივრცეში. სწორედ ამგამორ ჩეულობის გამო, ჩემი აზრით, “წიქარა” ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი იყო.“
სპექტაკლის გარდა ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (გიორგი ლეონიძის 5ა) კიდევბევრ სიურპრიზს გპირდებით!!!
გელოდებით, დაგვირეკეთ : 2 47 22 22; 2 14 13 69
Comments:



