1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

სალათი "მარგალიტი" ორაგულითა და ფორთოხლით

მომხმარებლის რეიტინგი

სალათი მარგალიტი ორაგულითა და ფორთოხლითმოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ორაგული ან კალმახი (ნაკლებმარილიანი) - 150 გრ.
კვერცხი - 3-4 ც.
ფორთოხალი ან გრეიფრუტი - 1 ც.
ნაღები - 20-30 გრ.(~1 ს.კ.),
ყველი - 30-40 გრ.
მაიონეზი,
მარილი,
ახალდაფქული პილპილი

მოსართავად:
წითელი ხიზილალა - 1-2 ს.კ.
მწყრის კვერცხი - 1 ც.
ზეთისხილი

ულუფა: 3-4

მომზადება:
კვერცხი გავრეცხოთ, მარილიან და მდუღარე წყალში ვხარშოთ დუღილიდან ~8-10 წუთის მანძილზე.
მოხარშული კვერცხი თასში გადავიტანოთ, ცივი წყალი დავასხათ და გავფრცქვნათ.
ცილა და გული განვაცალკევოთ.
გული დავჭრათ.
ცილა გავხეხოთ წვრილნასვრეტებიან სახეხზე.
ორაგული პატარა კუბიკებად დავჭრათ.
ფორთოხალი გავრეცხოთ, მოვაშოროთ კანი და ქსოვილები.
ფორთოხლის ლებნები მემბრანიდან ამოვიღოთ, რბილობი კუბიკებად დავჭრათ.
ყველი გავხეხოთ.
ზეთისხილი დავჭრათ პატარა კუბიკებად ან წვრილ ჯოხებად.

სალათი ფენებად უნდა გაკეთდეს, ამიტომ უფრო მოსახერხებელია თითოეული ფენის ინგრედიენტების ცოტაოდენ მაიონეზში არევა.

1-ლი ფენა: ცილა (ნახევარი) + მაიონეზი + ცოტა პილპილი და მარილი
მე-2 ფენა: კვერცხის გული + ცოტა მაიონეზი + ცოტა პილპილი და მარილი

მე-3 ფენა: ორაგული (ნახევარი)
მე-4 ფენა: ზეთისხილი
მე-5 ფენა: ორაგული (დარჩენილი)

მე-6 ფენა: ყველი + ცოტა მაიონეზი

მე-7 ფენა: ფორთოხალი

მე-8 ფენა: ცილა (დარჩენილი) + მაიონეზი + ცოტა მარილი და პილპილი

სალათი მოვრთოთ ხიზილალით, ზეთისხილითა და მწყრის მოხარშული კვერცხით.
შევინახოთ მაცივარში რამდენიმე საათით და შემდეგ გემრიელად მივირთვათ.

სპაგეტი ზღვის პროდუქტებით

მომხმარებლის რეიტინგი

სპაგეტი ზღვის პროდუქტებით   მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
300 გრ. ზღვის პროდუქტების ასორტი (კრევეტი, კალმარი, მიდია),
½ ჭიქა თეთრი ღვინო,
1 თავი ხახვი,
200 მლ. ნაღები (შეგვიძლია ჩავანაცვლოდ არაჟნით)
½ შეკვრა სპაგეტი, ნახევარი კონა ოხრახუში, ხმელი რეჰანი, პაპრიკა, პილპილი და მარილი გემოვნებით.

ვრცლად...

შემწვარი გოჭი ნიგვზის ფარშით

მომხმარებლის რეიტინგი

შემწვარი გოჭი ნიგვზის ფარშითინგრედიენტები:  1 ც. გოჭი, გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმელები, გული, ფილტვები, ელენთა) 0,5 ჩ/ჭ. ნიგოზი, 3 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ. ქინძის თესლი, ქინძი, ქონდარი, 2 ჩ/კ ხმელი სუნელი, წიწაკა, ტარხუნა, პილპილი, მარილი გემოვნებით. 

ვრცლად...

GGG Studi@