1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

შემწვარი გოჭი ნიგვზის ფარშით

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

შემწვარი გოჭი ნიგვზის ფარშითინგრედიენტები:  1 ც. გოჭი, გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმელები, გული, ფილტვები, ელენთა) 0,5 ჩ/ჭ. ნიგოზი, 3 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ. ქინძის თესლი, ქინძი, ქონდარი, 2 ჩ/კ ხმელი სუნელი, წიწაკა, ტარხუნა, პილპილი, მარილი გემოვნებით. 

გამოშიგნული გოჭი გავრეცხოთ, გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი.

ფარშის მოსამზადებლად, გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმელები, გული, ფილტვები, ელენთა) მოვხარშოთ

ნახევრად მზადყოფნამდე და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი. დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი სუნელი, ხმელი ქონდარი, ტარხუნა, პილპილი და კარგად ავურიოთ. ფარშით ამოვავსოთ გოჭის მუცელი, გავკეროთ მაგარი ძაფით.

გოჭი დავდოთ ტაფაზე ზურგით ზევით და შევდგათ ქურაში. შეწვის პროცესში პერიოდულად მოვასხათ ცხიმი, რომელიც მისგან გამოიყოფა და ზედაპირზე წავუსვათ კარაქი. 

გოჭის მზადყოფნის განსაზღვრისთვის საჭიროა მისი ზედაპირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, თუ ხორცი მზადაა, ჩანგალი ჩაერჭობა ადვილად და თანაბრად, ხოლო გამოსული წვენი გამჭვირვალე იქნება. 

მაგიდასთან მიტანის წინ შემწვარ გოჭს ამოვაცალოთ ძაფი.

Comments:

GGG Studi@