1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ყოველკვირეული პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყოველკვირეული პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

19 - 25 მარტი  


ვერძივერძი: ცნობისმოყვარეობა გაიძულებთ მეტი იმოძრაოთ და გაიცნოთ ბევრი ხალხი. მომხიბვლელობა კი წარმატების საწინდარი გახდება. კარგი პეროდია მკვლევარების, მეცნიერებისა და ორატორებისთვის. თუ გონივრულად იმოქმედებთ, ფინანსური ოპერაციები დიდ წარმატებას მოგიტანთ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სახლში დიდი გადაადგილებები სიმშვიდეს მოგიტანთ. მოგზაურობისას წინასწარ გათვალეთ ყველა ნაბიჯი. უეცარი რომანები ასევე უეცრად დასრულდება.




კუროკურო: როგორც არასდროს დაგჭირდებათ სილამაზე და კომფორტული გარემო. გაიზრდება მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის. უჩვეულო წარმოდგენების გამო საფრთხე ემუქრება მყარ სასიყვარულო ურთიერთობას. მეტად თავშეკავებული იყავით ურთიერტობებში და ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სახლში მყუდრო სიტუაციაში. შორეული მოგზაურობა ამ პერიოდში დიდ წარმატებას არ მოგიტანთ და ფულის ხარჯის მიზეზი გახდება. 

 

 



ტყუპებიტყუპები:  ყველა სახის კონტროლი საშინლად გაგაღიზიანებთ. ეცადეთ საბუთები წესრიგში გქონდეთ, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ. შესაძლოა უეცრად გაგიჩნდეთ სამსახურის გამოცვლის ან იმიჯის შეცვლის სურვილი. კარგი იქნება თუ იუმორით შეაფასებთ სიტუაციას და დროებით თვალს დახუჭავთ ახლობლების ნაკლოვანებებზე. რომანტიულ ურთიერთობებში შესაძლოა მოისურვოთ უჩვეულო გამოცდილების მიღება, რაც ბედიღბლის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს.



კირჩხიბი

კირჩხიბი: ერიდეთ ავანტიურებს და ყური უგრეთ წინათგრძნობას. ოჯახურ ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა ეს ვერ დაგაკმაყოფილებთ. ეცადეთ არავის დაუპირისპირდეთ. მოვლენების მოულოდნელი განვითარების შემთხვევაში ნუ ინერვიულებთ და ეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები, რომლებსაც ვეღარ გამოასწორებთ. ყურადღებით იყავით ელექტრობის მიმართ, რადგან დიდია ყოფითი ავარიების ალბათობა. ჯანმრთელობა კი დამოკიდებული იქნება თქვენს განწყობასა და ემოციებზე.

.

 

ლომილომი: საოცრად დინამიური და ენერგიული პერიოდია, ბევრი შეხვედრებითა და გადაადგილებებით. საქმეებში წარმატებას მოგიტანთ უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები. პოპულარობა ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღებას, თუმცა ფინანსური საკითხების მოგვარებისას გაგიჭიდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. რომანტიკის მოთხოვნილება სიყვარულის მორევში გადაგადებთ, თუმცა ამგვარად ძალზედ მოდუნდებით და შესაძლოა მეტად გულმავიწყი გახდეთ.

 



ქალწულიქალწული: უძრავ ქონებსათან დაკავშირებული გარიგებები, სერიოზული ფინანსური ოპერაციები, ან ახალი ნივთების შეძენა სჯობს დროებით გადადოთ. შესაძლოა დაგიბრუნონ ვალი ან მოგცენ შეღავათიანი კრედიტის აღების ნება. თქვენს გარემოცვაში შესაძლოა აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობას დაიწყებთ. ხშირად ისეირნეთ და მოერიდეთ გამაბრუებელ საშუალებებს. გადაღლისა და ცუდი განწყობის შემთხვევაში მეგობრებისა და თანამოაზრეების გვერდით დარჩით და ისინი ეცდებიან გაგილამაზონ ცხოვრება.

 


სასწორი

სასწორი: ამ პერიოდში დაწყებული ახალი საქმე მომავალში კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გაიღვიძებს ფარული ნიჭი. კარგია სწავლის გაღრმავებაც. ინტუიციის მეშვეობით იწინასწარმეტყველებთ მოვლენებს და თავს აარიდებთ სირთულეებს. გამძაფრდება სამართლიანობის შეგრძნება. საყვარელ ადამიანს პრეტენზიებს თუ წამოუყენებთ, ეს შესაძლოა დაცილების მიზეზი გახდეს. დრო დაუთმეთ ბავშვებს, რომლებიც ეცდებიან გაიძლიერონ დამოუკიდებლობა. უხოელებთან კავშირი და საქმიანი ურთიერთობა მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

 

ღრიანკალიღრიანკალი:  ოჯახში სიტუაციის ცვლილება სახლისადმი თქვენს ინტერესს გაზრდის. ახალი სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის თქვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. გაგიადვილდებათ გრძნობებისა და აზრების გამოხატვა და მოწინავე იდეების ჩამოყალიბება. სასიყვარულო ურთიერთობაში დროებითი სიცივე დაისადგურებს. არაა რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, მოგზაურობა ან ბევრ ხალხთან ურთიერთობა, რადგან ორგანიზმი დასუსტებული იქნება.

 

მშვილდოსანი


მშვილდოსანი: ჯანმრთელობის მხივ თავს სანაქებოდ იგრზნობთ და შესძლებთ გაუძლოთ საკმაო დატვირთვებს. შესაძლოა გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში. შემოქმედებითად შრომა და ახლისკენ სწრაფვა უეცრად შეცვლის თქვენს სოციალურ სტატუსს და შესაძლოა პოპულარობაც მოგიტანოთ. მოგინდებათ საზოგადოების მაღალ ფენაში ადგილის დაკავება. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირები კარგ შემოსავალს გპირდებათ. ეს კარგი დროა მოგზაურობისა და ქორწინებისთვისაც.

  

 

თხის რქათხის რქა: თუ დროებით დაივიწყებთ ამბიციებს და შეეგუებით ხელმძღვანელების ბრძანებებს, ადვილად გადაიტანთ რთულ პერიოდს. სიფრთხილე გმართებთ მეგობრებთან, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა ან არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციებში. ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობისას არ მოგერიდოთ პროფესიონალების შეწუხება. ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ცუდად აისახება შინაგან მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე. ეს დრო ხელს არ უწყობს ახალი კავშირების დამყარებას, გადაადგილებებსა და მოგზაურობებს.

 

მერწყულიმერწყული: კარგი დროა შემოქმედებისა და თვითგამოვლენისათვის. ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული და ოფიციალური საქმეების მოსაგვარებლად. ფულადი სახსრების მიმართ საკმაოდ ფრთხილი იქნებით, რაც მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ გარკვეული თანხა. სამსახურში გაგიადვილდებათ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რაც შესაძლოა დაწინაურებით დასრულდეს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ორგანიზმი ჯერ კიდევ შესუსტებულია.


თევზებითევზები: შესაძლოა რთულ სიტუაციებსა და გარემოებებში მოგიწიოთ გარკვევა. თუ დროლად არ მოაგვარებთ ურთიერთობებს, შესაძლოა არასასიამოვნო ინტრიგებში გაიხლართოთ, რაც ავტორიტეტის დაქვეითებით დასრულდება. მიუხედავად შინაგანი მოუსვენრობისა, ეცადეთ გაიღრმავოთ ცოდნა. ახალი საქმის დაწყებას და დიდ ხარჯებს მოერიდეთ. უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. მოგზაურობა გადადეთ. სასიყვარულო პარტნიორს კი დიდ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ.


Comments:

GGG Studi@