1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

როგორ მოვუაროთ ტყუპებს

მომხმარებლის რეიტინგი

როგორ უნდა მოვუაროთ ტყუპებსუკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ტყუპების რიცხვმა აშშ-ში 74%-ით მოიმატა. ყოველი მესამე ამერიკელი იდენტურ დასთან ან ძმასთან ერთად ევლინება ქვეყნიერებას. ქართველებს არ დაგვითვლია. ასეა თუ ისე, ტყუპის მოვლა რომ ორმაგ (ზოგ შემთხვევაში – სამმაგ, ოთხმაგ...) ძალისხმევას მოითხოვს, მთელი მსოფლიოს დედები და მამები ერთხმად აღიარებენ.

ვრცლად...

სოკო და ფეხმძიმობა

მომხმარებლის რეიტინგი

სოკო და ფეხმძიმობაშეგიძლია, გახდე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი? - ამ კითხვის მოსმენას ბევრი ქალი ოცნებობს, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორც წესი, იწყება საქორწილო მზადება, თეთრი კაბის შერჩევა, საჩუქრების მიღება, მილოცვები... მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დამღლელი პროცესია, მაინც ყველაზე სასიამოვნო წუთებია, რომელიც აღარ განმეორდება, ხოლო მოგვიანებით ყოველივე ამას, ჩვეულებრივ, გინეკოლოგის კაბინეტთან მიყავხართ.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ქალის ცხოვრების აზრი უმეტესწილად ბავშვია,ექიმის ჯადოსნური სიტყვების მოსმენისას “გილოცავთ თქვენ მალე დედა გახდებით” სიხარულით გევსებათ გული და იმაზე იწყებთ ფიქრს, რას უყიდით თქვენს პატარას, ოცნებობთ მის პირველ ნაბიჯებზე, პირველ სიტყვებზე და მომავალზე.

ეს, რა თქმა უნდა, ამაღელვებელია, მაგრამ ხშირად ფეხმძიმობას თან სდევს ისეთ დაავადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გიკარგავთ სიხარულს და იმის შეგრძნებას, რომ თქვენს სხეულში ახალი სიცოცხლე ყალიბდება.

იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგგექმნათ ორსულობის დროს გაჩენილ ინფექციებზე და მის საშიშროებაზე, ჩვენ კონსულტაციისთვის მივმართეთ ექიმ გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ბატონ ლევან მაყაშვილს. ბატონმა ლევანმა არ დაიზარა და საინტერესოდ გადმოსცა ის მცირეოდენი რჩევები, რომელიც ორსულმა ქალმა უნდა გაითვალისწინოს.

როდესაც ქალი ორსულდება, იცვლება მისი რეაქტიულობა. რას ნიშნავს რეაქტიულობა? - ეს არის, იმუნოსისტემა, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია. აგრეთვე ეს არის ორგანიზმის უნარი, პასუხი გასცეს შემოჭრილ ინფექციას, მასში მოხვედრილ ინფექციურ აგენტს და იბრძოლოს. ადამიანს სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში უხდება კონტაქტი სხვადასხავა ბაქტერიულ სფეროსთან და უვითარდება ე.წ. დაცვა. ზოგიერთებს კარგად აქვთ განვითარებული რეაქტიულობა და ასეთი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან ამა თუ იმ ინფექციით. ხოლო ზოგიერთებს, რომელთა რეაქტიულობაც დაბალია, უჭირთ ბრძოლა ინფექციასთან.

ორსულობა გახლავთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქალის ორგანიზმში ვითარდება სრულიად ახალი ნაყოფი, რომელსაც გენეტიკურად დედის ცილების გარდა, რომელსაც ნაყოფი კვერცხუჯრედიდან იღებს, აქვს მამის ცილოვანი კომპლექსებიც, რომელიც სპერმატოზოიდებმა „მოუტანა“ კვერცხუჯრედს და გაჩნდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელშიც არის ნახევარი მამის ცილა, ნახევარი დედის. ე.ი. ორსული ქალის ორგანიზმში ნაყოფის განვითარებასთან ერთად მოხვდა უცხო ცილა. მართალია უცხო ცილაზე ორგანიზმმა უნდა მისცეს რეაქცია და მოიცილოს, მაგრამ ასე არ ხდება, რადგან ორსულობის დროს ქვეითდება რეაქტიულობა. და რახან ორსული ქალის რეაქტიულობა ქვეითდება, ამიტომ ქალი საშიშია ინფექციასთან შეხვედრის თვალსაზრისით. არსებობს ორსული ქალის სამკურნალო პროფილაქტიკური, დაცვითი რეჟიმი. ფეხმძიმობის დროს დაქვეითებული რეაქტიულობის გამო საჭიროა თავის გაფრთხილება, არ შეიძლება დაღლა, ფიზიკური ტრამვა, სტრესი, და არც ინფექციური ტრამვა, ეს იქნება ბაქტერიები, ვირუსები თუ სოკო.

ვინაიდან ფეხმძიმობის დროს ქალის რეაქტიულობა ქვეითდება, (რომ შეინარჩუნოს ორსულობა), ამ დროს ძალიან ადვილია ქალის ორგანიზმში ყველანაირი ინფექციის აყვავება რასაც ანგარიშის გაწევა უნდა.

თუ ქალი არ იცავს ჰიგიენურ წესებს, თუ მას არ ჰყავს პატიოსანი სქესობრივი პარტნიორი, ამ შემთხვევაში დაინფიცირების შანსი მეტია.

რაც შეეხება სოკოს - ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც დაიჩაგრება ხოლმე ქალის საშოში არსებული ნორმალური დაცვითი ბაქტერიები. ბაქტერიები, რომლებიც გამოყოფენ რძის მჟავას ასუფთავებენ და სპობენ სხვა ბაქტერიებს. იმ შემთხვევაში თუ ქალმა ჩაიტარა თვით მკურნალობა, ანტიბიოტიკო თერაპია ამას მოჰყვება დამცველი ფაქტორების გაქრობა და სოკოს გაჩენა. პირველი დამახასიათებელი თვისება რაც ახასიათებს სოკოს ეს გახლავთ გამონადენის სახით თეთრად შლა, განსაკუთრებით სოკოს ახასიათებს ხაჭოსებრი გამონადენი, უსიამოვნო გრძნობა, დისკომფორტი სასქესო ორგანოებში, განსაკუთრებით სქესობრივი კონტაქტის დროს, შეუძლებლობა, უსიამოვნობა, რომელიც არ უნდა ჰქონდეს, ტკივილი და ქავილი. ამიტომ ქალმა თავი უნდა დაიცვას ჰიგიენურად.

არსებობს სოკოს ორნაირი მკურნალობა: ადგილობრივი და ზოგადი მკურნალობა.

ზოგადი მკურნალობა გულისხმობს, როდესაც აბების საშუალებით მიიღება ანტიბიოტიკები,

ხოლო როდესაც ორსულ ქალთან გვაქვს საქმე, ამ დროს მიზანშეწონილია ადგილობრივი მეთოდებით მკურნალობა. გარდა ამისა აუცილებელია იმის ცოდნა რა ვადის ორსულობასთან გვაქვს საქმე. ორსულობის ნაადრევ ვადებში, როდესაც ხდება ნაყოფის ჩამოყალიბება, მაშინ ნაკლებად მისაღებია სამკურნალო ნივთიერებებით მკურნალობა, რადგან არ ვიცით როგორ იმოქმედებს ის სამკურნალო ნივთიერებები, რაც გამოიწვევს ნაყოფის არასწორ განვითარებას. მაგრამ თუ უკვე ნაყოფი ჩამოყალიბებულია და ქალს შემდგომ გაუჩნდა სოკო, რასაკვირველია უნდა იმკურნალოს ადგილობრივად.
ძვირფასო ქალბატონებო, გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა კარგ შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ აუცილებლად მიაკითხეთ გინეკოლოგს, რომელიც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. სწორად შერჩეული მკურნალობა აუცილებელია თქვენი და თქვენი ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

მასალა მოამზადა მაია ბერიანიძემ
გვესაუბრა - მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლევან მაყაშვილი

Eva.ge 2010

სად სჯობს ახალშობილისთვის ძილი: საწოლში თუ დედასთან?

მომხმარებლის რეიტინგი

სად სჯობს ახალშობილისთვის ძილი: საწოლში თუ დედასთან?პედიატრები თვლიან, რომ 4-5 თვის ასაკამდე უფრო მოხერხებული კი არა, უფრო სასარგებლოცაა მშობლის საწოლში ძილი...

ვრცლად...

GGG Studi@