1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ქორწინების წუნი: ცოლების შეცდომათა ტოპ-ათეული

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

ქორწინების წუნი: ცოლების შეცდომათა ტოპ-ათეული ყველა ბედნიერი ნეფე ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ქმარი კი თავისებურად უბედურია. ამ მრავალფეროვნებაზე, რა თქმა უნდა, ქალბატონები ვზრუნავთ. ანგელოზის მსგავსი არსება არათითზე ბეჭდის გარეშე და საყვარელი ოფიციალური ცოლი – 2 სხვადასხვა ადამიანია. ცვლილებების მიზეზი, რა თქმა უნდა, თავად მამაკაცი ხდება – უხეში, არარომანტიკული, უყურადღებო, და საერთოდაც – დაწვრილმანებული, თუმცა ქალებიც არ ვაკლებთ ხელს. გამოკითხვების, ნაცნობ-მეგობრების გამოცდილების, სტატისტიკის მიხედვით ქალური შეცდომების ტოპ-ათეულიც ადვილად შედგა:

1. არ მოდუნდეთ!
ძალიან ბევრი გოგონა ქორწილს ფინიშად აღიქვამს. მიზანი მიღწერულია – ახლა ვეღარსად წავა. მაღალი ქუსლები, ვარცხნილობა და სექსუალური კაბები სახლის ფუმფულა ფლოსტებზე, ბიგუდებზე, საყვარელ ხალათსა და სახის ხაკისფერ მკვებავი ნიღბზე იცვლება. უკვე შენია, ეს კი იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი წამს, ნებისმიერ ფორმაში მოსწონხარ (უნდა მოსწონდე). არც ის გსაყვედურობს.

შედეგად: დროთა განმავლობაში რომანტიკის, იდუმალების სურნელი ქრება და მისი დაბრუნება წარმოუდგენლად ძნელდება.

2. გმადლობთ, მისტერ ბელ!
პროფესიონალები ამბობენ: ადამიანს ხიდიდან გადახტომა რომ გადააფიქრებინოს, ფსიქოლოგს 15-30 წუთი სჭირდება. მაგრამ დაქალი რომ გადაარწმუნო, მე-რომ-მაქვს-ისეთი-ზედა არ უნდა იყიდო, არ გჭირდება და ფუჭი ხარჯიაო, შესაძლოა 3 საათიც არ გეყოს; ქმარი კი ამ დროს გელოდება, რომ გელაპარაკოს და ვერაფრით წარმოუდგენია, რაზე შეილება ამდენი მუსაიფი. ვერც ხვდება, რაზეა საუბარი.

შედეგი: როგორი მნიშვნელოვანიც უნდა გეჩვენებოდეს განსახილველი პრობლემა, შენი მეუღლის თვალით, უბრალოდ იმ დროს ხარჯავ, რომელიც შეგეძლო, ქმრისთვის მიგეძღვნა.

3. ესტაფეტა
ქმრის ერთ-ერთი მთავარი როლი – საოჯახო მეურნეობაში ცოლის დახმარებაა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია ცოლების 99% და ქმრების - 1%. შესანიშნავი ნიადაგია ოჯახური კონფლიქტებისთვის. სამსახურიდან მოსული ქმარი თვლის, რომ მომპოვებლის ძირითადი ფუნქციები უკვე შეასრულა და დასვენებას იმსახურებს, დასვენება კი უნდა უზრუნველყოს საყვარელმა მეორე ნახევარმა. თუმცა ვერ მოგართვით! ცოლზე ხომ ოჯახური კერა დგას, ბავშვთან ზიხს, მაღზიებში დადის, რეცხავს, ალაგებს, ამზადებს! ამიტომ საღამომდე აღარც სულიერი და აღარც ფიზიკური ძალა მიყვება. ძვირფასი ქმარი კი, იმის ნაცვლად, რომ დაგეხმაროს – დივანს, ლუდსა და ტელევიზორს არ სცილდება.

სკანდალი? ფსიქოლოგები თვლიან, რომ სკანდალი უფრო ხშირად ფულის გამო ხდება, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს ეჭვიანობა და სახლის საქმეების შეუსრულებლობაა.

შედეგი: მშვიდი ცხოვრების გარანტიას მხოლოდ ქორწინებაში თითოეულის როლის ზუსტად გაგება მოგცემთ. ყველაზე მძიმე კონფლიქტები მაშინ ხდება, როცა ერთმანეთის მოვალეობაზე მეუღლეების აზრი განსხვავებულია. მოილაპარაკეთ და მოლაპარაკების შედეგი დაიცავით. ფიზიკური და სულიერი ძალა კი ძალიან ეცადეთ და საყვარელი ქმრის მოსვლამდე შემოინახეთ – ეს ტვირთს ორივეს შეგიმსუბუქებთ.

4. რა დროს რჩევა?
ყველა მამაკაცის თავშია რამდენიმე ჭანჭიკი, რომელსაც არ უნდა შეეხო... მაგალითად, საკუთარი ღირსების გრძნობა – სიწმინდეა. თვითონ გრძნობაც თუ არა, მასზე ჩვენი წარმოდგენა მაინც. ამიტომ ქალის წყალობით ქმრის ზოგიერთი სიტყვა და საქციელი საზოგადოებამ შესაძლოა მის მარცხად აღიქვას და მაშინ ატომური ბომბის ან პეტარდების აფეთქებას უნდა ელოდო – ტემპერატმენტს გააჩნია.

შედეგი: ქმარს რჩევებს სხვების წინაშე ნუ მისცემთ, საქვეყნო კრიტიკას და კომენტარებს მოერიდეთ. საერთოდაც, ყურადღება რომ მოგაქციონ, რამის თქმა აუცილებელი არაა, ისედაც ლამაზად გამოიყურებით...

5. ოღონდ მაღაზიაში - არა!
საყვარელი ფეხბურთის გუნდის მარცხზე საშინელი ბევრი კაცისთვის მხოლოდ თქვენთან ერთად საყიდლებზე წასვლაა. იქნებ სახლში დატოვოთ.

6. ბინძური საქმე
ცოტა რამე თუ აღიზიანებს კაც ისე, როგორც გენერალური დალაგება მისი თანდასწრებით. მტვერსასრუტის მუშაობის მაუწყებელი პირველი ბგერების გაგონებისთანავე მზადაა, სადმე გაიქცეს. გაითვალისწინეთ.

7. ნამდვილი გამარჯვება
საუკეთესო ხარ! ეს აქსიომაა. მტკიცებულებებიც არ არის საჭირო. ამიტომ – არასდროს გააკეთოთ აქცენტი საკუთარ უპირატესობაზე. მანქანის ქმარზე უკეთ ტარება – ფატალურ შეცდომად ითვლება.

8. აბა, ვინ დადის სტუმრად დილით?
რა თქმა უნდა, გყავს საყვარელი დაქალი. სატელეფონო საუბარს ცოცხალი ურთიერთობის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო. ამბობენ, გასათხოვარ დაქალთან ხშირი სტუმრობა (ქმრით, თუ უქმროდ) საკმაოდ გააღიზიანებს ქმარსო. საქმე ისაა, რომ გასათხოვარი გოგონები, მამაკაცების თვალით, ძირითადად მამაკაცებზე საუბრობენ და მათი ღირსებებისა და ნაკლოვანებების განხილვაში არიან.

9. თვალის ჩაკვრა
თქვენ რომ გკითხოთ, ყველა მამაკაცი გინატრებდათ, უმრავლესობა მაინც. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ შედიხართ თუ არა ქმრის ოფისში (თანაც კაცმა არ იცის, რატომ) – ყველა თანამშრომელი კისერს იგრეხს. ცდუნება, ვინმეს გაეპრანჭო, ძლიერია, მაგრამ დიდი შეცდომაა. ქმრის ნაცნობთან ფლირტი – ცუდია, უცნობებთან ფლირტი - უარესი – კრიმინალია.

10. ყველაფერი საკმარისადაა
X ადგილი რამდენიმე შეცდომამ გაიყო. თითოეულს არასასურველი შედეგის გამოწვევა ერთნაირი წარმატებით შეუძლია: 1. ნებისმიერი კრიტიკული განცხადება მის დედაზე, მეგობრებზე, სექსუალურ შესაძლებლობებსა. 2. კრიტიკული დღეები (გასაგებია, რომ ამას არაფერი ეშველება, მაგრამ პმს-ს მაინც უშველეთ რამე); 3. ყვირილი, ცრემლები, როგორც მანიპულაციის საშუალება...

* * *
რა თქმა უნდა, ნუსხა სრული არაა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ქმრის სიყვარულის სიმტკიცე შეამოწმოთ. ყველა ერთად რომ დაუშვათ, იმის ალბათობა რომ მიგატოვებს მაინც მცირეა. სტატისტიკით, გაყრის ინიციატორი მამაკაცი შემთხვევათა მხოლოდ 9%-ში ხდება. ყოველი მეოთხე გაყრილი მამაკაცი ხელმეორედ ქორწინდება საკუთარ ცოლზე, ყოველი მესამე - ამას ცდილობს.

მასალა მოამზადა სოფო გულიაშვილმა
eva.ge 

Comments: