1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ნუმეროლოგია და ჩვენი ბინები

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

ნუმეროლოგია და ჩვენი ბინებიუძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს სწამდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ციფრებს უდიდესი როლი ენიჭებათ. ნუმეროლოგიის დახმარებით შესაძლებელია ადამიანების თანხვედრის დადგენა, ადამიანის ხასიათის წინასწარმეტყველება. ნუმეროლოგიის საშუალებით შესაძლებელია გავიგოთ რა განსაკუთრებული თვისებების მატარებელია თქვენი ბინა.

რა თქმა უნდა, არ ღირს ძალიან სერიოზულად მოეკიდოთ ამ ფაქტს, თქვენი სახლის ატმოსფერო და განწყობა ხომ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

და მაინც, თუ გსურთ გაიგოთ, რომელია თქვენი სახლის ნუმეროლოგიური ციფრი და ახდენს თუ არა გავლენას ის თქვენზე, გამოთვალეთ მისი შესაბამისი რიცხვი. მაგ. თუ თქვენი ბინის ნომერია 137 = 1 + 3 + 7 = 11 შემდეგ მიღებულ ციფრს ვაცალკევებთ და ვიღებთ სხვა ციფრს: 1+1=2 - "2" არის ამ შემთხვევაში თქვენი ბინის ნუმეროლოგიური რიცხვი.

ახლა კი გაეცანით, თუ  რა დატვირთვა აქვს თითოეულ ნუმეროლოგიურ რიცხვს:

ციფრი 1

ლანეტა მზე. ბინა, რომლის ნუმეროლოგიური რიცხვი არის ერთი, ავსებს შემოქმედებითი ენერგიით და სიხარულით მათ მეპატრონეებს. ის აძლევს საშუალებას ადამიანს იყოს გამორჩეული და იყოს ყოველთვის ყურადღების ცენტრში. ამ სახლში თავს კარგად იგრძნობენ მხატვრები, პოეტები, მწერლები, ჟურნალისტები. ბინაში უნდა იყოს ბევრი ნათურა, დადომინანტი ფერი ნარინჯისფერ-წითელში გარდამავალი. ასეთ ბინაში უზრუნველი ატმოსფეროა თუ,ცა ასეთი ცხოვრება მხოლოდ კეთილი ადამიანებისთვისაა გნკუთვნილი.

ციფრი 2

პლანეტა-მთვარე. ამ ტიპის ბინაში დიდი როლი ენიჭება  ინტუიციასა და შორსმჭვრეტელობას. ბინა განკუთვნილია იმ ადამინებისთვის, ვინც მუშაობს პატარა ბავშვებთან, ასევე მზარეულებისთვის და მუსიკოსებისთვის. მთავარი აქცენტი ასეთ ბინაში სარკეზე უნდა გაკეთდეს, დომინანტ ფერად კი ნაზი კრემისფერი უნდა შეირჩეს, რომელსაც მწვანე ზურმუხტისფერი ჩრდილები  დაჰკრავს. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სააბაზანო ოთახს, ეცადეთ რომ ის გამორჩეული იყოს.

ციფრი 3

პლანეტა - მარსი. ამ ბინის სიმბოლოდ ითვლება, მოვალეობის გრძნობა, თვითდაჯერებულობა, მოქმედება! ასეთი ბინა არ არის ზარმაცებისთვის განკუთვნილი. თუ იქნებით პასიური, თქვენს მაგიერ გადწყვეტილებებს სხვები მიიღებენ. ამ ბინაში მოგიწევთ გამუდმებით რაღაცის შეკეთება: მილები, საკეტები, სკამები... ბინის მეპატრონეები უნდა იყვენენ მუდმივ ტონუსში და საქმიანობაში. ინტერიერში უნდა ჭარბობდეს წითელი ფერები. ყველაზე აქტიური ადგილები კი სააბაზანო და შემოსასვლელია.

ციფრი 4

პლანეტა მერკური. ასეთი ტიპის ბინა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. აქ უნდა სუფევდეს სიმართლე, გულწრფელობა - ტყუილი დაგიბრუნდებათ უკან. ასეთ სახლებში მაცხოვრებლებს, ხშირად გული სამოგზაუროდ მიუწევთ. ბინის ინტერიერისთვის აუცილებელია ისეთი ნივთების შეძენა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციასთან. ტელევიზორითა და ტელეფონით დაწყებული, ფოტოებითა და კედლებზე გაკრული იეროგლიფებით დამთავრებული. ბინის ინტერიერისათვის მისაღები ფერები იქნება ცისფერი, ნაცრისფერი, ასევე ლურჯი, ყვითლით გაწყობილი.

ციფრი 5

პლანეტა - იუპიტერი. ასეთ ბინაში ყველაფერი გლობალურია: ცხოვრება ასეთ ბინაში შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიკას, მეცნერებას. ადამინები ხშირად იკრიბებიან, მსჯელობენ, კამათობენ, ერთი აზრის ქვეშ ერთიანდებიან. ამიტომ ასეთ ბინაში კარგია დომინატე იყოს იისფერი. ბინას გაალამაზებს ბრინჯაოს ნივთები, განსაკუთრებით შორი ქვეყნებიდან ჩამოტანილი და პატარა ბიბლიოთეკა. ნუ მისცემთ თავს გაბრაზების უფლებას და ყველაფერი კარგად იქნება!

ციფრი 6

პლანეტა - ვენერა. ასეთ ბინაში მეფობს სიმშვიდე, სიყვარული და კომფორტი. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ბინის მეპატრონეებს გაუმართლათ. აქ ცხოვრობენ ან თბილი და სტმართმოყვარე ადამიანები ან პირიქით, სკანდალის მოყვარულები. ფერები ასეთ ბინაში უნდა იყოს თბილი: ღია კრემისფერ და ყავისფერ ტონებში გადაწყვეტილი. ოთახის ინტერიორს მოუხდება დიდი, რბილი დივანი, მრგვალი მაგიდა, ხალიჩები, ყვავილები. ასეთ სახლებში უყვართ ცხოველები. აქ ყველაფერი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, ამიტომ დატკბით ცხოვრებით.

ციფრი 7

პლანეტა - სატურნი. ეს ბინა ნამდვილი გამოცდის ადგილია. ამ ტიპის  ბინის მეპატრონეები ხშირად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე და განიცდიან იმედგაცრუებას. მაგრამ ყველაერი არც ისე ცუდადაა! ასეთ ბინაში შეგიძლიათ დაეუფლოთ სხვადსხვა პროფესიულ  ხელობებსს. მთავარია ხშირად გაანალიზოთ თქვენი ქმედებები, სასარგებლო იქნება დროდადრო მიმართოთ შიმშილობას და იოგას. ბინის ინტერიერისთვის სასურველი ფერია მუქი ლურჯი.

ციფრი 8

პლანეტა ურანი. ეს არის ასტროლოგების და ნათელხილველების ბინა. ასეთ ბინაში ყოველთვის იქნებით მეგობრების გარემოცვაში. ბინის გასაფორმებლად გამოიყენეთ ნათელი ფერები, რომელთა შორის დომინანტი უნდა იყოს ცისფერი. უფრთხილდით ელექტრო სადენებს და ეცადეთ ფანჯრის მინები მუდამ სუფთა გქონდეთ.

ციფრი 9

პლანეტა - ნეპტუნი. საკმაოდ რთული ბინაა. თავს კარგად იგრძნობენ ასეთ ბინაში - მღვდლები, მუსიკოსები, მეზღვაურები, ექსტრასენსები. ასეთ სახლში ადვილია შეითვისო ბევრი უარყოფითი თვისება. ეს ბინა ბერმუდის სამკუთხედს მოგაგონებთ - გამუდმებით იკარგება ნივთები, და ყველაფერი მოკლებულია საღი აზროვნების უნარს.

Comments:

GGG Studi@