ჯეიმს ფერაგამო - მოკლე ინტერვიუ
- დეტალები
- განყოფილება: Fashion Personage
- შექმნილია 03 იანვარი 2012
- გადასვლები: 961
ჯეიმს ფერაგამო - Salvatore Ferragamo–ს ფეხსაცმლისა და აქსესუარების მიმართულების დირექტორი და, როგორც ამბობენ, დინასტიის ყველაზე სიმპათიური წარმომადგენელი.
ისტორია
ცოტა ხნის წინ კომპანიის 80 წლისთავი აღვნიშნეთ. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ დაგროვდა ჩვენს არქივებში. მუზეუმში 14 000 წყვილ ფეხსაცმელს ვინახავთ. შეგიძლიათ იმ ფეხსაცმელების ზუსტი ასლი იყიდოთ, მერილინ მონროს, ოდრი ჰეპბერნს და სოფი ლორენს რომ ეცვათ – ამ ხაზს Creations–ი ჰქვია. თანამედროვე მოდელებიც არსებობს, რომლებიც ისტორიული ფეხსაცმელების მოტივებზეა შექმნილი.
it-bags
ყველას სჭირდება აქსესუარი, რომელიცყურადღებას იპყრობს. ჩვენც გვაქვს ასეთი "სურვილის ობიექტები", მაგრამ ყოველი სეზონისთვის რაღაც ახალს ვაზადებთ. თუმცა ვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლიკაა – ადვილადსაცნობი შესაკრავი gancino, როგორსაც Marisa–ს ან Sofia–ს ჩანთებზე ნახავთ. ახალ ჩანთაზე Fiammetta სახელური იმეორებს შესაკრავის ფორმას.
ხელოვნებაზე
ზოგი მოდელი, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გახდა, მაგალითად ჯუდი გარლანდისტვის შექმნილი ფეხსაცმელი პლატფორმაზე. ყველა ახალ კოლექციაშია ასეთი ობიექტი. ახლა ესაა Giuditta — 16–სანტიმეტრიან ქუსლზე და ხის პლატფორმაზე.
ტრადიციებზე
მოდურ მოდელებს ვქმნით, თუმცა მათ ზედროულობა და მაღალი ხარისხი გამოარჩევს. აქტუალობას რამდენიმე სეზონის განმავლობაში ინარჩუნებენ.
კომფორტზე
Salvatore Ferragamo–ს ფეხსაცმლის მოხერხებულობას სამი მიზეზი აქვს. სანამ ჰოლივუდში სახელოსნოს გახსნიდა, სალვატორემ ანატომია შეისწავლა – ქალი ფეხზე ყველაფერი იცოდა. ბიძია ჯერიმ წარმოება ისე მოაწყო, რომ მზა მოდელი მაქსიმალურად ალოს იყო ინდივიდუალურად მომზადებულ ფეხსამელთან. და ბოლოს, ჩვენ ზომებისყველაზე ფარო არჩევანი გვაქვს.
Comments:



