1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ნატურალისტი – მოდელის ბლიც-ანკეტა

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

საშა პივოვაროვამსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური გოგონა,  ტოპ-მოდელი და Biotherm-ის ახალი სახე საშა პივოვაროვა – იმის თაობაზე, რას აფასებს ტანისამოსში, კოსმეტიკასა და ადამიანებში:

1. ჩემი სტილი: პროფესიის წყალობით, პირველი ვხდები ახალი ტენდენციების მოწმე. მაგრამ მათ არ მივყვები.

ჩემი არჩევანი – ეკლექტიკაა: მომწონს კაშკაშა ფერები, გრაფიკული ფორმები,  ბევრი ფენა და ბევრი აქსესუარი.

2. ვაღმერთებ: შლაპებს. ათობითაა ჩემს გარდერობში.

3. ჩემი ვნება: მანქანაში მაქვს ფეხსაცმელი ნებისმიერი შემთხვევისთვის: საბარგულში Prada-ს და Giambattista Valli-ს მთელი კოლექციებია.

 4. ჩემი ავტორიტეტები: დიზაინერები, რომელთა ტალანტის წინაშე ქედს ვიხრი, - მიუჩა პრადა, ჯანბატისტა ვალი და რიკ ოუენსი.

5. სტილის ხატი: სტილი – მრავალგანზომილებიანი ცნებაა. ამიტომ ხატად მილა იოვოვიჩს ვთვლი – გოგონას წუნდაუდებელი გემოვნებით,  შესანიშნავ მოდელს, მსახიობსა და მოსიყვარულე დედას.

6. მინიმალიზმი: ვთვლი, რომ საუკეთესო მაკიაჟი – მისი არარსებობაა. იგივე მთელ გარესახეს ეხება: ვერ ვიტან ზედმეტობას.

სასიამოვნოა, რომ natural look-ი მეც მომწონს და ჩემს მეუღლესაც.

7. ქუსლები: ნებისმიერ სიტუაციაში ბრტყელ ძირებს და ე.წ. “ბალეტკებს” ქუსლები მირჩევნია.

8. სილამაზეზე: ლამაზი ქალი – ისაა, ვისაც ჯანსაღი მბრწყინავი კანი.  მაგრამ მთავარი, შინაგანი სილამაზეა.

9. Biotherm-ზე: ამ კოსმეტიკას ბავშვობიდან ვიცნობ: დედაჩემი იყენებს. გარდა ამისა, Biotherm, როგორც მე, აქტიურად იბრძვის გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ.

ჩემთვის, როგორც მარკის დესპანისთვის, ახლა გაცილებით ადვილია, პლანეტის დაცვის იდეების ადამიანებამდე მიტანა. ადრე მათი გამოხატვა მხოლოდ ნახატებით შემეძლო.

10. სურნელებზე:  ჩვეულებრივი პარფიუმის ნაცვლად არომატულ ზეთებს ვიყენებ. ყველაზე საყვარელი – ვარდის ზეთია.

 

Comments:

GGG Studi@