მამაკაცი და ... კოსმეტიკა
- დეტალები
- განყოფილება: სილამაზე
- შექმნილია 16 მაისი 2012
- გადასვლები: 67
ირონიულად ნუ გეღიმებათ, მოვლილი ქალიცა და მამაკაციც ერთნაირად სასიამოვნოა. რასაკვირველია, ძვირფასი ოდეკოლონებითა თუ სუნამოებით (რომ არაფერი ვთქვათ იაფფასიანზე) მეტისმეტად “გაჟღენთილი” მამაკაცები გვაღიზიანებენ (ისევე, როგორც გადაპრანჭული), მაგრამ ზომიერად გამოყენებული კოსმეტიკა მათაც ნამდვილად არ აწყენთ. თავად წაკითხვას დაიზარებენ, ან ჩვენს საიტზე არ შემოვლენ, ამიტომ, ქალბატონებო, ეს რჩევები როგორმე გააცანით თქვენს მეუღლეებს, მეგობარ და ახლობელ მამაკაცებს, ვისთვისაც საჭიროდ თვლით, იქნებ დააინტერესოთ.
ტუჩის საცხის პატარა ქრონიკა
- დეტალები
- განყოფილება: სილამაზე
- შექმნილია 07 მაისი 2012
- გადასვლები: 129
1883 წელს ამსტერდამში მსოფლიო გამოფენაზე პირველი სუპერვარსკვლავი სარა ბერნარი (1844-1923) პირველი იყო, ვინც ახალი ნივთი შენიშნა: რაღაც, რაც თაფლის სანთლის, აბუსალათინის ზეთისა და მუსკუსისაგან შედგებოდა და ქაღალდის ცილინდრში ხან ამოიწეოდა, ხანაც ჩაიწეოდა. დღეს ტუჩის საცხი ”ოფიციალურად” 129 წლისაა, მაგრამ მისი ისტორია, რაღა თქმა უნდა, გაცილებით ადრე დაიწყო.
ზაფხულის შიკი თქვენი სახისთვის
- დეტალები
- განყოფილება: სილამაზე
- შექმნილია 04 მაისი 2012
- გადასვლები: 185
მკვეთრი სტაფილოსფერი ტუჩები ზაფხულის შიკია, ეს მაკიაჟი დიანა ქენდელმა მოიგონა Thakoon–ის ჩვენებისთვის. ჩვენებაზე მოდელს ოდრის ვარცხნილობა ფილმიდან „ვახშამი ტიფანისთან“ თითქმის უმაკიაჟო სახე და და ძლიერი აქცენტი აქვს ტუჩზე.
ახალი შიკის მისაღებად დიანამ გამოიყენა ტუჩის საცხი Semi Matte, Nars, Heat Wave – ფერი და ორი მშრალი პოგმენტი.
თუ მზად ხართ ექსპერიმენტისთვის მეტსაც გეტყვით, თქვენ თამამად შეგიძლიათ ერთმანეთში შეურიოთ ორი ფერის სხვადასხვა ფაქტურის ტუჩის საცხი განსხვავებული ეფექტისთვის.



