1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

კეტრინ ზეტა ჯონსის დიეტა

კეტრინ ზეტა ჯონსის დიეტაპირველი შვილის დაბადების შემდეგ კეტრინ ზეტა-ჯონსმა 19 კგ-ით მოიმატა. არადა მაიკლ დუგლასთან დაქორწინებამდე, ქორწილის ცერემონიამდე სულ 3 თვე რჩებოდა.. როგორ მოიშორა ზედმეტი კილოგრამები? - დიეტითა და ვარჯიშით, როგორც უმრავლესობამ ასეთ შემთხვევაში.

”ზოროს ნიღაბში” ერთ-ერთი მთავარი როლის შესასრულებლად ფარიკაობის სწავლა დაიწყო - ეს საუკეთესო საშუალებაა მკერდის კუნთების, მხრებისა და იღლიის მიდამოების გასავარჯიშებლად. მაგრამ ასეთი მეთოდი ზედმეტად დაძაბული მოეჩვენება ბევრს, თანაც ფარიკაობის გაკვეთილებისთვის ჯგუფის შეკრება ალბათ ძნელი იქნება.

უფრო აქტუალურად და მოსახერხებლად მსახიობის მეორე საიდუმლო, ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა ჩანს, მით უფრო, რომ დასახელებული საკვები საკმაოდ ნოყიერად და გემრიელად “გამოიყურება”.

პროგრამის არსი იმაშია, რომ ორი კვირის მანძილზე ადამიანი ცილებით მდიდარ საკვებს ჭამს და შესაძლებლობის ფარგლებში ამცირებს ნახშირწყლების მიღებას. ამ დიეტის დადებით ნიშნად ის ითვლება, რომ თავს ფაქტიურად არაფრით იზღუდავ, თუ ზუსტად იმას ჭამ, რაც წერია, შიმშილობაც არ გჭირდება. თუმცა დაიმახსოვრეთ, კვების ასეთი პროგრამა ნორმალური წონის ადამიანისთვის რეკომენდებული არაა - ის გახდომის პროგრამაა და თუ საკმაოდ ფრთხილი არ იქნებით, კუნთურ მასას დაკარგავთ.

ქვემოთ მოტანილ ცხრილში ცილების მაღალი და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის მენიუს 5 მაგალითია.

დიეტის დროს უკოფეინო ყავის, ბალახეული ჩაისა და გაზგაშვებული მინერალური წყლის დალევა შეუზღუდავად შეიძლება. მაიონეზი მხოლოდ სახლის უნდა იყოს - სუფთა ზეითუნის ზეთსა და ახალ კვერცხზე დამზადებული - უშაქროდ.

I დღე

საუზმე
20 მლ. ტომატის წვენი
ნაღების კარაქზე დამზადებული ომლეტი
ერთი ნაჭერი ბეკონი (ბოლში გამოყვანილი ხორცი)

სადილი
ორთქლზე დათუთქული ფერადი კომბოსტო 50 გრ. ყველთან, შებრაწული შამფურზე
ცოტა შერეული სალათი

ვახშამი
კრევეტების “კოქტეილი”
შემწვარი ქათამი
2 დიდი პომიდორი შამფურზე
50 გრ. შპინატი

II დღე

საუზმე
შებოლილი ორაგული 30 გრ. ახალი ყველით და 12 პატარა ნაჭერი კიტრი

სადილი
შამფურზე შემწვარი თევზის ფილე ნივრით
60 გრ. პომიდორი შამფურზე
მწვანე სალათი ზეითუნის ზეთითა და 1 ლიმონის წვენით

ვახშამი
სალათი “ცეზარი” შებრაწული პურის გარეშე
მსუბუქად შებრაწული თინუსის (თევზის სახეობა) ფილე სახლის მაიონეზით
6 სატაცური
60 გრ. ბროკოლის კომბოსტო

III დღე

საუზმე
ბეკონი და 60 გრ. შემწვარი ყველი

სადილი
2 ცალი “კატლეტი” ცხვრის ხორცისგან
80 გრ. კომბოსტო
30 გრ. ბარდა

ვახშამი
კონსომე (სქელი ბულიონი)
1 ბლინჩიკი სოიოს ფქვილისგან და კვერცხისგან, კობორჩხალისა და მაიონეზის შიგთავსით.
50 გრ. ფრანგული ლობიო ორთქლზე
უშაქრო ჟელე

IV დღე

საუზმე
შემწვარი კვერცხი ბეკონით

სადილი
100 გრ. ღორის დაკეპილი ხორცი შამფურზე
60 გრ. პიურე მოხარშული თალგამითა და ნაღების კარაქით
100 გრ. შპინატი

ვახშამი
უმი სოკო და ხრაშუნა ბეკონი, შეზავებული ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით.
ზღვის ქორჭილა (მოწითალო ფერის თევზი, გვერდზე შავი და წითელი ზოლებით)
შერეული სალათი: სალათის ფურცლების, კიტრისა და ბოლოკისგან
უშაქრო ჟელე და 30 მლ. 10%-იანი ნაღები

V დღე

საუზმე
”ვიჩინა” შამფურზე და მოხარშული კვერცხი

სადილი
ცივი მოხარშული წიწილა
სალათის ფურცლები, 4 მწვანე წიწაკა, 4 პატარა ნაჭერი კიტრი
მაიონეზი

ვახშამი
კრევეტები ნივრის წვენში
ბატკნის შემწვარი ფეხი შეწვისას გამოყოფილი წვენის სოუსით
80 გრ. ახალი კომბოსტო

Comments: