1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ღვინო და დიეტა

ღვინო და დიეტათითქმის ყველა თანამედროვე დიეტა ალკოჰოლის სრულ უარყოფას გულისხმობს. სწორედ ეს ხდება ბევრი ადამიანისათვის დამაბრკოლებელი.

დიეტოლოგებმა მაინც ვერ შეიმუშავეს ერთმნიშვნელოვანი შეხედულება ალკოჰოლის ხმარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ალკოჰოლი თავისთავად საკმაოდ კალორიულია. განსაკუთრებით, თუ საუბარია ლიქიორებზე (დაახ. 336 კალორია), არაყზე (200 კალლორია) ან ტკბილ გაზიან კოქტეილებზე (დაახ. 250 კალორია). მაგრამ ძირითად საფრთხეს გახდომის მსურველთათვის წარმოადგენს არა იმდენად ალკოჰოლის კალორიულობა, რამდენადაც მისი ზემოქმედება მადაზე.

პირველ რიგში, ერთი ბოკალი სასმელი, განსაკუთრებით უზმოზე მიღებული, იწვევს ცრუ შიმშილს. ამის გამო იძულებული ხართ, მიირთვათ მეტი, ვიდრე აპირებდით დღესასწაულის დაწყებამდე და წონა იზრდება არა იმდენად სასმელის ოდენობის ხარჯზე, რამდენადაც შემდეგ მიღებული საკვების გამო.

მეორე მხრივ, თუ ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, შეგიძლიათ მისცეთ თავს უფლება, მიირთვათ ერთი-ორი ბოკალი საყვარელი სასმელი. ალკოჰოლური კალორიები უფრო სწრაფად იწვის, ვიდრე ჩვეულებრივი. გარდა ამისა, არსებობს სასმელები, რომლებიც არც ისე სახიფათოა კალორიულობის თვალსაზრისით. ლუდი 30-40 კალორიას შეიცავს, რაც ნაკლებია, ვიდრე ზოგიერთი ხილის წვენში, ხოლო მშრალი ღვინო შეიცავს ასევე სასარგებლო ენზიმებს. სწორად ისინი ,,ახრჩობენ” ლიპიდებს და ხელს უწყობენ ცხიმიანი საკვების გადამუშავებას: თუმცა მხოლოდ კარგი მშრალი ღვინოა სასარგებლო, მაგრამ მისი შოვნა ზოგჯერ რთულია. სამაგიეროდ, თუ შესაფერის ბოთლ ღვინოს შეიძენთ, შეგეძლებათ, თავს უფლება მისცეთ დალიოთ დიეტის დროსაც. ცნობილი დიეტოლოგი მონტინიაკი გვირჩევს დღეში 400 მლ კარგი ღვინის დალევას. სწორად ეს უწყობს ხელს მძიმე საკვების მაქსიმალური სიმსუბუქით გადამუშავებას.

ღვინის დიეტა
1) მონოდიეტა, რომლის დაცვა სასურველია არა უმეტეს სამი დღე-ღამისა. თუ გსურთ, რამდენიმე კილოგრამი დაიკლოთ მოკლე დროში, ასეთი დიეტა შეიძლება დაგეხმაროთ.

დღე-ღამის განმავლობაში უფლება გაქვთ, დალიოთ ერთი ბოთლი წითელი მშრალი ღვინო. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გაახანგრძლივებთ სიამოვნებას და დალევთ 50 მლ-ს 15-ჯერ დღეში, თუ მთელ ბოთლს საღამოს ვახშამზე დაცლით. თუმცაღა შეეცადეთ, სასმელი თანაბრად გადაანაწილოთ, რათა თქვენს დიეტას შიმშილის გრძნობამ არ შეუშალოს ხელი.

2) იგივე, ოღონდ ღვინის გარდა დასაშვებია, მიირთვათ სამი მწვანე ვაშლი (ტკბილის მოყვარულთათვის), ან ნახევარი ბატონი ხორბლის პური (ცომეულის მოყვარულთათვის).

ერთი ვარიანტიც და მეორეც დაეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში და ზედმეტი სითხისგან გათავისუფლებაში. ამ დიეტის დაცვა არ შეიძლება სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. პროდუქტების მიღება კი დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება ნებისმიერ დროს.

გეგმები: სამ დღეში სამიდან ხუთ კილოგრამამდე წონის დაკლება.

უპირატესობა: ოპტიმალურად ეს დიეტა უხდება სხვადასხვანაირ დღესასწაულს. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე სვამთ ერთ ბოთლ ღვინოს და მიირთმევთ ვაშლებს. დღესასწაულზე, ასევე, არ სწყდებით ზეიმს, მიირთმევთ ღვინოს და მომდევნო დღესაც აგრძელებთ დიეტას. დღესასწაული არ ჩაგეშლებათ და, ამასთანავე, თან წაიღებს რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს, რაც ცოტა ვინმეს თუ შეუძლია, მოახერხოს. ეს დიეტა დადებით ზეგავლენას მოახდენს თქვენს გულსა და სისხლძარღვთა სისტემაზე, გაწმენდს ორგანიზმს და აამოქმედებს გახდომის მექანიზმს.

სირთულეები: ისევე, როგორც ნებისმიერი მონოდიეტა, იგი ერთობ შეზღუდულია საკვები თვისებებით, ასე რომ, არ შეიძლება მისი ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება. გარდა ამისა, არა ყველა კუჭს შეუძლია გაუძლოს.

Comments: