თუ ფეხებს ვერაფრით ითბობთ ...
- დეტალები
- განყოფილება: ჯანმრთელობა
- შექმნილია 01 იანვარი 2012
- გადასვლები: 102969
შემოდგომის დადგომისთანავე, ცივ და ნესტიან ამინდში, სიცივე ყველგანაა ჩასაფრებული, შენობაშიც კი. ამ დროს ბევრ ადამიანს ფეხების მუდმივი გამყინვარება აწუხებს.
მიზეზები
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რატომ იყინება ფეხები. ყოველთვის ასე ხდება თუ გარკვეულ შემთხვევებში. ხანდახან “ყინვას” ორგანიზმის თავისებურება იწვევს. საქმე ისაა, რომ კუნთოვანი მასივი, რომელიც სითბოს
ინახავს, სწორედ სხეულის ამ ნაწილებშია უმნიშვნელო. არ არის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, სამაგიეროდ, არის შედარებით დიდი მოცულობის კანის ზედაპირი, რომელიც გასცემს სითბოს.
ხანდახან დამნაშავე მოდაა: სეზონისთვის შეუფერებელი გრძელწინდა, ზედმეტად ვიწრო ფეხსაცმელი და ა.შ. არადა სილამაზე თქვენგან ასეთ მსხვერპლს არც ითხოვს და არც მიიღებს. ნუთუ არ გიღირთ ლამაზი, მაგრამ მოუხერხებელი ფეხსაცმლის - თბილით, მოკლე და თხელი კაბის კი – შარვლით შეცვლა?!
თუმცა, როცა ფეხები ყველგან და ყოველთვის გაყინულია, მიზეზი შესაძლოა კაპილარული სისხლისმიმოქცევის დარღვევა იყოს. ეს უკანასკნელი ქვემოთ დასახელებული პრობლემებიდან ერთ-ერთს უნდა უკავშირედებოდეს.
1. ლოკალური სისხლისმიმოქცევის დარღვევა – ვარიკოზული დაავადება, სადინარების აგებულების ანომალია. ამ შემთხვევაში, დამახასიათბელია ჩაქცევები ტერფზე, ტკივილის სეგრძნება სიარულის დროს, გაფართოებული ვენები და ე.წ. “ვერსკვლავების” გაჩენა.
2. სისხლის მიმოქცევის საერთო უკმარისობა – დაღვევები გულის მუშაობაში, სისხძარღვთა დისტონია. ამ შემთხვევაში ადამიანი ვეღარ უძლებს სიმძიმეებს, რომელთაც ადრე უმკლავდებოდა, კიბეზე ასვლისას სული ეხუთება და ჩაქცევები აქვს ტერფზე.
3. ქვედა კიდურების მგრძნობიარე და ვეგეტაციური ნერვებში იმპულსების გატარების დარღვევა. ამ შემთხვევაში თუ კანს უჩხვლეტთ თეძოს არეში მგრძნობელობა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ისეთივე ჩხვლეტისას, ოღონდ ტერფის არეში. ეს ახასიათებს დიაბეტს და ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებს.
4. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. გამოიხატება პულსის შენელებასა და არითმიაში, სხეულის დაბალ ტემპერატურაა, ფრჩხილებიც მტვრევადია.
თუ ფეხის გაყინვასთან ერთად ზემოდასახელებული სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, ექიმთან მისვლა და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია: სისხლის საერთო ანალიზი, ქვედა კიდურების სისხძარღვთა ულტრაბგერითი გამოკვლევა და ა.შ.
გაყინული ფეხების მკურნალობა: დასმული დიაგნოზის მიხედვით მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
საგანგებო კურსთან ერთად, რამდენიმე ზოგადი რეკომენდაციაც არსებობს: მოწევა, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის სისხლძარღვოვან სისტემაზე.
უარი მავნე ჩვევებს: მოწევა, ალკოჰოლური სასმელები უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის სისხძარღვოვან სისტემაზე.
ყოველდღიური კონტრასტული შხაპი: დასაშვებია დილა-საღამოს.
ფეხის ტერფის ყოველდღიური მასაჟი: ხელით ან მშრალი ჯაგრისით.
ფეხშიშველი სიარული: შეეცადეთ, ზაფხულში აგარაკზე ფეხშიშველმა იაროთ (თუ, რა თქმა უნდა, მიწაზე ბასრი საგნები არ ყრია).
ხალხური საშუალებები ფეხების გასათბობად
სწარფი და ეფექტურია სპირტის კომპრესი: თხელი წინდის ტერფის ადგილი დაასველეთ სპირტით ან არყით, ჩაიცვით წინასწარ ცხელ წყალში გამთბარ ფეხზე. თხელ წინდაზე ჩაიცვით შალის თბილი წინდა და უცებ იგრძნობთ სითბოს.
მარილიანი აბაზანა: ცხელ წყალში გავხსნათ 2 ს.კ. ზღვის მარილი, 10-15 წვეთი როზმარინის ზეთი და 2 ს.კ.რძე. ფეხებიც გაგითბებათ ასეთ ნაზავში და კანიც დარბილდება.
დაფქული ცხელი, ცხარე პილპილი შეხებისას კანს ათბობს და არც მაინცდამაინც აღიზიანებს, კანთან შეხებისას. თუ ფეხები გეყინებათ, წინდებში პილპილი უნდა ჩაყაროთ და ისე ჩაიცვათ.
სითბოსა და ჯანმრთელობას გისურვებთ
Comments:



