1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ფინიკი - უდაბნოს პური

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

მიირთვით ფინიკიამბობენ, ფინიკის პალმას ამქვეყნად ყველაზე ტკბილი ნაყოფი აქვსო. ის უმრავლესობისთვის ნუგბარია, მაგრამ შუა აღმოსავლეთის მცხოვრებთათვის ყოველდღიური, კალორიული საკვებია, რომელსაც უდაბნოს პურს უწიდებენ.

ფინიკის თაფლი: ისრაელში ერთ დროს ისეთი ფინიკი მოდიოდა, მისგან წვენი წვეთავდა და ფინიკის თაფლი ერქვა. ტალმუდში ერთი ბრძენის ამბავია მოთხრობილი: ისრაელის მიწაზე მოხვდა და ფინიკის პალმის ქვეშ თხები დაინახა. ბალახობდნენ. ისეთი მსუქნები იყვნენ, რომ მათი ცურიდან რძე წვეთავდა და პალმიდან მომდინარე წვენს ერეოდა. გაოცებული მგზავრი სიხარულისგან ყვიროდა: ესაა ის მიწა, თაფლი და რძე რომ მოედინებაო.

ტკბილი და ნოყიერი
ადრე იერიქონს, რომელიც მრავალი სავაჭრო ქალაქის გადაკვეთაზე მდებარეობდა, ფინიკების ქალაქს ეძახდნენ. ფინიკი გიგანტურ პალმაზე იზრდება და უკვე 5 ათასი წელია, რაც მესოპოტამიაში ხარობს.

სახელწოდება ბერძნებისგან მიუღია: ნაყოფი თითს წააგავს და ამიტომ ელინებმა დაქტილიფელა შეარქვეს.

ფინიკი სიუხვისა და ნაყოფიერების სიმმბოლოდ აღიქმებოდა. რომაელ ლეგიონერებს დელიკატესად მიაჩნდათ, მუსულმანები კი დღემდე, რამადანის დროს ჭამენ (გადმოცემით, მუჰამედი მარხვისას სწორედ ასე იკვებებოდა). ებრაელები პასექზე ამზადებენ ხეროსეტს - კერძს, რომელშიც მთავარი ფინიკია. ინდოეთში კი ფინიკისგან ღვინოსა და ტაროს აკეთებენ.

ფინიკის მრავალსახეობა
ერთ დროს ფინიკი მარტო ველურად ხარობდა, ახლა კი თითქმის ყველა ტროპიკულ ქვეყანაში მოაშენეს. ყველაზე დიდი პლანტაციები მაროკოსა და ინდოეთშია. სულ 300-ზე მეტი სახეობის ფინიკის პალა არსებობს, თუმცა პოპულარული მხოლოდ სამია. ალჟირი, ტუნისი, ერაყი, მაროკო და აშშ მისგან დამზადებულ ჩირს ყიდიან, ხოლო ისრაელი სხვა ქვეყნებს გაყინულ ფინიკს აწვდის.

ჩირი
ფინიკის ჩირი ძალიან კალორიულია. ის ბოჭკოვანსა და ტკბილ რბილობში 80 % შაქარია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ B2-ს. სწორედ ამ ვიტამინის არსებობა განაპირობებს ადამიანის შრომისუნარიანობის ზრდასა და ტვინის მოქმედების გააქტიურებას. ფინიკის ჩირში შაქრის გარდა დიდი რაოდენობით შედის ცხიმოვანი მჟავები, ცილები, უჯრედისი და მიკროელემენტები - კალიუმი, მაგნიუმი, ფტორი, რკინა და კალციუმი.

ფინიკის წვენით შაქარს ამზადებენ. ეს პროცედურა არც ისე რთულია: შაქრის მისაღებად მას თხელ ნაჭრებად ჭრიან, ტაფაზე ალაგებენ და გავარვარებულ ჰაერღუმელში (450 გრადუსი) 10-15 წუთით ტოვებენ ან იმდენი ხნის განმავლობაში, ვიდრე ქვასავით არ გამაგრდება. გაცივების შემდეგ ფქვავენ და ჩვეულებრივი შაქრის ნაცვლად იყენებენ. იგი ძალზე სასარგებლოა. ფინიკის ნაყოფით ნამცხვრებსა და ღვინოს ამზადებენ, მისი ჩირით ან ახალი ხილით კი – ხილის სალათებს, კომპოტებსა და ტკბილ კერძებს. არაბეთში ფინიკის კერძების 100-მდე რეცეპტი არსებობს.

როგორ შევარჩიოთ ფინიკი
სანამ დამწიფდება, ფინიკი მწვანეა. მხოლოდ დამწიფებისას იცვლის ფერს და სხვადსხვა შეფერილობის ხდება: შავით დაწყებული ღია ყვითლით დამთავრებული, წითელი, ყავისფერი და ცისფერიც კი. არასდროს იყიდოთ შაქრის კრისტალებიანი, დანაოჭებული ან ობიანი ფინიკი. მას კრიალა კანი და სავსე ნაყოფი უნდა ჰქონდეს. ახალი ფინიკი მაცივარში ორი კვირა ინახება. მისი ჩირი მშრალ, გრილ ადგილას- ექვსი თვე, მაცივარში კი ერთი წელი ძლებს.

გასტრონომიული ღირსებების გარდა, ფინიკს მნიშვნელოვანი სამკურნალო თვისებებიც აქვს. იგი შეუცვლელია გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს, რადგან კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს. მნიშვნელოვნად ზრდის სპერმის რაოდენობას, თუმცა პოტენციაზე ზედმეტმა ზრუნვამ და დიდი რაოდენობით ფინიკის მიღებამ შესაძლოა თავის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.

შუა აღმოსავლეთში ფინიკით პურსაც კი აცხობენ. მისგან ამზადებენ სალათებს და მსუბუქ ბუტერბროდებსაც. ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს, იცის, რომ ნებისმიერი ჩირი ფუნთუშებს, ჩიფსებსა და ბუტერბროდებს სჯობს. ჩირის დიეტებიც კი პოპულარულია, რადგან ეს პროდუქტი მადას თრგუნავს, ნებისმიერი კერძის პიკანტური დანამატია, დამოუკიდებელი კერძის როლსაც ასრულებს და ვიტამინებსა და მიკროელემენტებსაც შეიცავს.

ჩირის ათდღიანი მიღების შემდეგ ფრჩხილები და თმქები მაგრდება და სახის ფერი იცვლება. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ვინც ჩირს მიირთმევს, მას კუჭნაწლავისა და ჭარბი წონის პრობლემები არასდროს ექნებაო. მისგან ამზადებენ სალათებს და მსუბუქ ბუტერბროდებსაც. ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს, იცის, რომ ნებისმიერი ჩირი ფუნთუშებს, ჩიფსებსა და ბუტერბროდებს სჯობს. ჩირის დიეტებიც კი პოპულარულია, რადგან ეს პროდუქტი მადას თრგუნავს, ნებისმიერი კერძის პიკანტური დანამატია, დამოუკიდებელი კერძის როლსაც ასრულებს და ვიტამინებსა და მიკროელემენტებსაც შეიცავს.

გემრიელად მიირთვით!

eva.ge
მასალა მოამზადა სოფო გულიაშვილმა 

 

Comments: