1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

გინეკოლოგთან მისვლის ობიექტური მიზეზები

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

გინეკოლოგთან მისვლის ობიექტური მიზეზებირატომ არის, რომ გინეკოლოგთან მისვლა რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ, თანაც იმის მიუხედავად, როგორია პაციენტის ჩივილი. ასახელებენ 6 ძირითად მიზეზს და ჩვენც გაგაცნობთ მათ:

გინეკოლოგიურ დაავადებათა უმრავლესობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და მათი გამოვლენა დათვალიერების შემდეგ მხოლოდ ექიმს შეუძლია. ასეთია საშოს მიომა, ენდომეტრიოზი, ინფექციები, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის, საშვილოსნოს ყელის კიბო, და სხვა, რომელთა აღკვეთა საწყის სტადიაში გამოვლენის შეთხვევაში სავსებით მარტივადაა შესაძლებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, პროფილაქტიკისთვის მხოლოდ ერთეულები დადიან ექიმთან და მით უფრო გინეკოლოგთან, არადა არსებობს 6 შემაშფოთებელი ნიშანი და ობიექტური მიზეზი იმისთვის, რომ არ გადადო გინეკოლოგთან ვიზიტი.

1. ქავილი და წვა
ასევე გამონადენი. ნორმალური გამონაყოფი გამჭვირვალეა, არაა ჭარბი, არც სუნი აქვს და არც გაღიზიანებას იწვევს. გამონადენის რაოდენობა მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. მოცემული ფაზისთვის შეუფერებელი გამონადენი, ქავილი და წვა შეიძლება ისეთი დაავადებების ნიშანი იყოს, როგორიცაა კანდიდოზი, ქლამიდიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს დანამატებისა და საკვერცხეების ანთება. ამ სიმპტომების გაჩენისას, აუცილებელია გინეკოლოგთან წასვლა და საშოს და ცერვიკალური არხის ნაცხის ანალიზის გაკეთება და ინფექციების გამოვლენის პროცედურის ჩატარება.

2. მენსტრუალური ციკლის დარღვევა
ნორმის ფარგლებში ციკლი 21-დან 35 დღემდე გრძელდება, მათ შორის 3-7 დღე – მენსტრუაცია. დაგვიანებები, უჩვეულოდ ხანგრძლივი და ჭარბი ლიბო, ან პირიქით, ხანმოკლე და ნაკლებგამონადენიანი მენსტრუაცია, გულისრევა, თავის ტკივილი, გულყრა იმაზე მიუთითებს, რომ ექიმს უნდა ეჩვენო.

რადგან ქალის რეპროდუქციული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა სტრესის, იმუნიტეტის დაქვეითების, გაუმართლებელი დიეტის ფონზე წონის მკვეთრი კლების, ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ცვლილებები მენსტრუაციებში შესაძლოა პირველი სიმპტომები იყოს ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა საკვერცხეების დისფუნქცია, ქრონიკული ენდომეტრიტი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საკვერცხეების პოლიკისტოზი და სხვა. რაც უფრო ადრე დაიწყებ მკურნალობას, მით უფრო მარტივად ჩაივლის ჯანმრთელობის აღდგენის პროცესი.

3. კონტრაცეფციის შერჩევა
კონტრაცეფციის სწორედ თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდის შერჩევა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგს შეუძლია. არც რეკლამა და არც დაქალების რჩევები არჩევანზე არ უნდა მოქმედებდეს.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა პრემენსტრუალური სინდრომის, დისმენორეის, ენდომეტრიოზის დროს, მაგრამ არ იცავს ინფექციებისგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის. ერთადერთი საიმედო დაცვა ამ შემთხვევაში კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდია (მაგალითად, პრეზერვატივები).

4. სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა
თუ მიუშვებ, ბევრ ინფექციას სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც თითქმის უსიმპტომოა. მაგალითად ადამიანის პაპილომის ვირუსი - არც ნიშნები აქვს არც სიმპტომები, უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ინფექცია აქვს. ცხოვრების მანძილზე მას ატარებს სექსუალურად აქტიური ახალგაზრდების 70%, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 13%-ია.

5. ორსულობის საკითხები
რეგულარული სექსუალური ურთიერთობის დაწყებიდან 12 თვის მანძილზე ფეხმძიმობის არარსებობა მაშინ, როცა მხარეები თავს არ იცავენ, იმაზე მიუთითებს, რომ გინეკოლოგთან ვიზიტის დროა.

6. გეგმიური დათვალიერება
ექიმს მაშინ კი არ უნდა მიმართოს ადამიანმა, როცა პრობლემა ჩნდება, არამედ მაშინ, როცა ის ისახება. ამიტომ სასურველია პროფილაქტიკური დათვალიერება ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც ესწრებოდეს – მაშინ აღკვეთთ შესაძლო დაავადებებს და აღარ მოგიწევთ უკვე არსებულთან ბრძოლა. თეორიულად ეს ყველა ქალმა იცის, მაგრამ ცხოვრებაში იშვიათად თუ ვინმე ახორციელებს. სიმპტომებისა და დარღვევების შენიშვნამდე ექიმთან პრაქტიკულად არავინ მიდის.

საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ასეთი “დაუდევრობის” შედეგი რეპროდუქციული სისტემის ქრონიკული ანთება ხდება, რომელიც არცთუ იშვიათად ხდება უნაყოფობის მიზეზი, თუმცა ყველაზე საშიში მაინც ონკოლოგიური დაავადებებია.

Comments: