1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

მწვანე ჩაი, იოგურტი, წითელი ღვინო, ყავა - მედლის ორი მხარე

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

მწვანე ჩაიმწვანე ჩაი

სტანდარტული მოსაზრება: მწვანე ჩაი - იაპონელებისა და ჩინელების საყვარელი სასმელი. იაპონელმა მეცნიერებმა მთელი ტრაქტატები მიუძღვნეს მწვანე ჩაის და ყველა ტრაქტატი ერთსა და იმავეს ღაღადებს: მწვანე ჩაი მარადიული ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია! კაცობრიობას უმძიმესი დაავადებებისგან, კიბოსგან და ინფარქტისგან იცავს.

გამაჯანსაღებელი ეფექტი პოლიფენოლებს უკავშირდება. თავისდათავად პოლიფენოლი მცენარეული ნივთიერებაა, რომელიც ანტიოქსიდანტივით მოქმედებს. უჯრედების დამანგრეველი თავისუფალი რადიკალების აქტიურობას ამცირებს.

ჩინელები მათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს, გვირჩევენ, მხოლოდ მწვანე ჩაი მივირთვათ, მათი აზრით, სხივური დაავადების წინააღმდეგ ეს სასმელი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სისხლში ქოლესტერინის დონესაც ამცირებს (ანუ ათეროსკლეროზი და გულის დაავადებებისგან დაცული ვართ); რეგულარული გამოყენება ღვიძლის გაცხიმიანებას ეწინააღმდეგება. ეხმარება წონაში კლებას, წნევის დაწევას, გამორეცხავს მარილს. ესეც არაა ყველაფერი: ჰეპატიტისა და რევმატიზმის დროს ეხმარება ადამიანს, ტოქსიკოზის დროს ფეხმძიმე ქალები იყენებენ: მშრალი მწვანე ჩაის ფოთლები უნდა დაღეჭოთ და გულისრევა გაგივლით.

იაპონელები გვირჩევენ, კბილებიც ჩაის ნარჩენებით გავიხეხოთ: მასში ფტორია, რომელიც ემალის რღვევას ეწინააღმდეგება.

მხილება: ახლა კი ყველაზე საინტერესო. იცით თუ არა, რომ მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით ე. წ. პურინებს შეიცავს. ისინი წამლავენ შარდს და ორგანიზმიდან გამოყოფა კი ძნელდება. მისი მარილებისგან პატარა, მაგრამ ბასრი კრისტალები ფორმირდება, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა ადგილას, უფრო კი ტერფში, გროვდება.

ამბობენ, ართრიტითა და რევმატიზმით დაავადებულმა ადამიანებმა ამ სასმელზე უარი უნდა თქვანო. მწვანე ჩაიში ყავაზე მეტი კოფეინია, რომელიც სტიმულატორია, გულისცემას აჩქარებს და ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს. მისი ჭარბად გამოყენება უძილობას, დილის სისუსტეს, გაღიზიანებასა და ნაადრევ დაღლილობას იწვევს.

იოგურტიიოგურტი

სტანდარტული მოსაზრება: სიტყვა yogurt-ს დღეს ყველა იცნობს. ეს ნაზი ნუგბარია რძემჟავის საფუძველზე დამზადებული, უფრო ხშირად ხილის დანამატებით. იოგურტის პირდაპირი თარგმანია - ამჟავებული რძე. იოგურტი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ადამიანის იმუნური სისტემის დამხმარე.

შემადგენელი პრობიოტიკების წყალობით, ის კუჭ-ნაწლავის მუშაობასა და ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებზე დადებითად მოქმედებს, - ირწმუნებიან დიდი ბრიტანეთის ბიოლოგები. პრობიოტიკები საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება და მავნე მიკრობების დაავადებების (დიაბეტი და ჭარბი წონა) ხელშემწყობ მუშაობას ხელს უშლიან.

პრობიოტიკების ცალკე სახეობაა ლაქტობაქტერიები - რომლებიც “მეგობრული” ბაქტერიების გახსნას უწყობენ ხელს. ეს უკანასკნელნი კი ნაღვლის მჟავის ათვისებასა და ცხიმების შთანთქმას ეხმარება.

მხილება: სანამ ლაქტობაქტერიები ნაწლავებში არიან, “ცუდი” თანამოძმეების შევიწროვებასაც ასწრებენ, და “კარგი” ნივთიერებების გადამუშავებასაც, ასევე თირკმლის მუშაობაზე გავლენის მოხდენასაც. იმისთვის, რომ იოგურტმა მხოლოდ სარგებლობა მოგიტანოთ, ძალიან მარტივი წესის დაცვაა საჭირო: ყოველთვის შეამოწმებთ შენახვის ვადა და როცა დიეტას იცავთ, მხოლოდ დამხმარე კომპონენტად გამოიყენეთ და არა - ძირითად საკვებად.

წითელი ღვინო

სტანდარტული შეხედულება: ალკოჰოლი ბოროტებაა - შთააგონებენ ბევრ ჩვენგანს ბავშვობაში. ღვინის ჭარბად გამოყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს ანადგურებს, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვალს, სასქესო ორგანოებს, გულს. ღვინის დიდი რაოდენობა კუჭში ნაღვლად გარდაიქმნება და ეს ნაღველი კუჭის კედლებს ჭამს.

ვამხილოთ: გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ღვინო სასარგებლოა. ოღონდ იმ პირობით, რომ მას ზომიერად და ჭკვიანურად გამოიყენებენ. ის მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით: მარგანეცი, მაგნიუმი, იოდი, ტიტანი, კობალტი, კალიუმი, ფოსფორი, რუბიდიუმი, C, B, PP, მჟავები, ალდეგიდები. ყველა ეს ნივთიერება ორგანიზმის სისტემის ტონიზირებასა და წნევის დაკლებას უზრუნველყოფს.

ღვინოთავისი ბუნებრივი რადიოაქტიურობით ღვინო მინერალურ წყლებს უახლოვდება. მასში ისეთი ნივთიერებებიცაა, რომლებიც ანტიოქსიდანტები არიან, მაგალითად, რასვერატროლი. ზომიერი მიღება ამაგრებს არტერიას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში, არ აძლევს გასაქანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებას და ქსოვილების დაბერების პროცესს ანელებს.

ღვინო სასარგებლოა საათობრივი ზოლის შეცვლისას, გადაფრენებისა და ადგილმონაცვლეობის დროს, საკმარისია 2 ჭიქა წითელი ღვინო და საჭირო ბალანსი აღდგება.

ყავა

სტანდარტული შეხედულება: ყოველდღიურად ყავას მიირთმევ, თან იცი, რომ ამით ორგანიზმს ზიანი ადგება. რატომ? იმიტომ რომ კუჭის კედლებს აღიზიანებს და გასტრიტის გამოწვევაც შეუძლია. აღაგზნებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს უძილობას. უარყოფითად აისახება გულის მუშაობაზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ “ნამდვილ”, ჯეზვეში მოხაშულ ყავას სვამ.

ასეთი ყავა ორ ზეთოვან ნივთიერებას შეიცავს – კაფესტოლი და კავეოლი, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის გაზრდას უწყობენ ხელს.

ამერიკელი მეცნიერების კიდევ ერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ კოფეინი ორგანიზმიდან კალციუმს გამორეცხავს. უფრო მეტიც, მის ათვისებასაც უშლის ხელს. ეს კი ჩვენს ძვლებს ასუსტებს. მაგრამ ყველაზე საზიანო ყავა ფეხმძიუმეებისთვისაა. გინეკოლოგების აზრით მისი ჭარბად გამოყენებას სერიოზული ზიანის მიყენება შუძლიათ ნაყოფის ფორმირებაზე.

მხილება: ყავა მხნეობის წყაროა. როცა სამუშაო გაქვს და თვალები გეწებება, ყავა გშველის და ტვინის მუშაობის ააქტიურებს. დადგენილია, რომ დღეში 1 ჭიქა გეხმარებათ კონცენტრაციაში და სამუშაო დღისთვის განგაწყობთ. კიდევ ერთი არგუმენტი ყავის სასარგებლოდ ის არის, რომ ეს სასმელი ერთგვარი პროფილაქტიკაა ნაღვლის ბუშტში ქვების ფორმირებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დადგენილია, რომ მათთვის, ვინც 3-4 ჭიქა ყავას სვამს დღეში, 40%-ით ნაკლებია ქვების გაჩენის რისკი.

მასალა მოამზადა სოფო გულიაშვილმა

Comments: