1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ნამდვილი მამაკაცის განმასხვავებელი ნიშნები

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

MAMAKACI1. არც დედის დღის და არც 8 მარტის მილოცვა მისთვის საჭირო არაა;
2. ზრდილობა არ ითხოვს ტრანსპორტში მისთვის ადგილის დათმობას ან წინ გაშვებას. თუ საჭირო გახდა, თვითონ გადაგივლის და დაჯდება.
3. მისთვის წელიწადში ერთხელ ყავის საწოლში მიტანა საჭირო არაა. ყოველდღიური საუზმე, სადილი და ვახშამიც საკმარისია, სასურველია სამ-სამი კერძით.
4. თავი არასდროს ტკივა, უბრალოდ - სამუშაო აქვს ასეთი მძიმე;
5. კრიტიკული დღეებიც არ აქვს, მხოლოდ – წლები.
6. ყოველ დღე ქვედაკაბების დაუთოვება არ სჭირდება (თუ, რა თქმა უნდა, შოტლანდიელი არაა).
7. დილიდან მაკიაჟის გაკეთებაც არ სჭირდება, ისედაც მშვენიერია.
8. ეპილაციაზე ფულის ხარჯვაც არ უწევს: რატომ უნდა ებრძოლო იმას, რაც მგზნებარე ტემპერამენტის ნიშნად მიაჩნიათ.


9. დიეტით ტანჯვა არ ემუქრება, ნებისმიერი ზომის ღიპს იხდენს.
10. თეატრალური კურსების დამთავრებაც არაა აუცილებელი, ისეც კარგად გაითამაშებს საჭირო სცენას.
11. ჩასახვის საწინააღმდეგოდ შეუძლია არასდროს გაისარჯოს, მოულოდნელი სიურპრიზი მაინც არ ელოდება.
12. აკვიატებული აზრი - “ისევ არაფერი მაქვს ჩასაცმელი” - არასდროს აეკიდება.
13. შესანიშნავად ამზადებს ლუდს ჩიფსებით, ნიჭიერი კვერცხსაც ოსტატურად წვავს.
14. 80 წლამდე თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ ელის.
15. მარტოხელას შავი პერანგის ტარება უყვარს; იმიტომ კი არა, რომ ტრაურშია. უბრალოდ, რამდენიმე წლის წინ “თაიდი” გაუთავდა.
16. მისთვის შოკოლადის უმაღლესი სახეობა – წვნიანი ხორცია.
17. გაუმართლა: წინდის ჩაცმა გრძელწინდის ჩაცმაზე გაცილებით ადვილია.
18. ფიქრობს, რომ მანქანაზე საუბრით ბრაზილიური სერიალის ჩანაცვლება შეიძლება, ხოლო ავტოსალონში ვიზიტით – შოფინგის.
19. ნახევარ ხელფასს სალონში თმის გასწორებასა თუ დახვევაში არ ტოვებს. მსგავსი ხარჯისგან განსაკუთრებით ისინი არიან დაცულნი, ვისაც თავზე პრაქტიკულად თმა აღარც დარჩა, შამპუნის ეკონომიაც გამოვა.
20. საჩუქარი, რომელიც ყოველთვის “გაუსწორდება” – კარგი ალკოჰოლური სასმელია.
21. შეუძლია ხანდახან ქალს საჩუქარი არც აჩუქოს და ჩათვალოს, რომ თავად არის ერთი დიდი, ნამდვილი საჩუქარი.
22. მწეველი კაცის კოცნა არ ნიშნავს საფერფლის კოცნას.
23. თუ ხელები ეფხანება, იმას არ ნიშნავს, რომ ეს გასავლის ან შემოსავლის ნიშანია.
25. საგანგებო სიტუაციებში უფრო დიდი ბუჩქის ძებნა არ უხდება.
26. თუ 30 წლის ასაკში დაქორწინებული არ არის, არშემდგარ პიროვნებად არ ჩაითვლება. პირიქით, იტყვიან, ეტყობა ძლიერი და მდგრადი ხასიათი აქვსო.
27. სხვის ომში ბრძენი მეზობლები „სუსტს“ არასდროს უწოდებენ, თუნდაც გვარ-სახელებით სავსე გრძელი და დაუსრულებელი დონჟუანური სია ჰქონდეს.
28. სურდოს შეუძლია ლოგინში მთელი კვირით ჩააგდოს.
29. მისი უფლებების ნუსხა, აშკარად უფრო ვრცელია მოვალეობების ნუსხაზე.
30. ბოლოს: ის უბრალოდ სხვაა, არაფერი ეშველება, ეს უნდა გაიგო და შეეგუო.

 EVA.GE

Comments: