1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

მერლინ მონროდან ჯენი ჯეიმსონამდე: ნუთუ ყველა სექს სიმბოლო აღწევს ორგაზმს?

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

პორნოვარსკვლავი ჯენა ჯეიმსონიXXI საუკუნეში მამაკაცები უკვე ფიქრობენ, განიცადა თუ არა ქალმა მათთან ორგაზმი, უბრალოდ ჩაიწვინო ლამაზი ქალი ლოგინში საკმარისი აღარ არის მათი თვითდამკვიდრებისთვის, თანამედროე, ემანსიპირებული ქალბატონი მეტად მომთხოვნი გახდა ურთიერთობაში, რადგან ორგაზმის განცდა ინტიმური ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პირობაა, რომ თავი იგრძნო ქალად. 

 

როგორც ვარსკვლავური ისტორიებიდან დამტკიცდა სექსუალური გარეგნობა სულაც არის დაკავშირებული ქალის სექსუალურობაზე. სექს სიმბოლო მერლინ მონრო დღემდე ბევრი მამაკაცის ფანტაზიად რჩება, თმცა მერლინი ხშირად უჩიოდა ტემპერამენტს და ხმამაღლა ამბობდა, რომ მას პრობლემები ქონდა ორგაზმის განცდასთან დაკავშირებით.

პორნოვარსკვლავი ჯენა ჯეიმსონმა კი ჟურნალისტებს ხმამაღლა განუცხადა, რომ პირველი ორგაზმი ექვსი წლის ასაკში განიცადა და რომ ის ორგაზმს განიცდის არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ გადასაღებ მოიედანზეც.

„ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემის დროს საქმე ეხება არა მარტო ჯანსაღ ცხოვრებას, არამედ ცრუ წარმოდგენებს ცხოვრების წესის შესახებ და კომპლექსებს. მორალი, რომელსაც საუკუნეები ამკვიდრებდნენ ჩვენი წინაპრები“ - (ალექსანდრ ლოუნის წიგნი „სიყვარული და ორგაზმი“).  

ანა ფიოდოროვაანა ფიოდოროვას წიგნში „ქალის ორგაზმის საიდუმლო ან როგორ მივაღწიოთ ორგაზმს“ აღწერილია „მადონას სინდრომი“ -  მამაკაცის შეფასების შიში. როდესაც ქალსა და მამაკაცს შორის ვითარდება ლტოლვა, მის თავში ქვეცნობიერად ათასი კითხვა იბადება, რამდენად მოსაწონი იქნება მისი შიშველი სხეული მამაკაცისთვის, რამდენად მისაღები გახდება მისი მეგობრების და გარშემომყოფებისთვის მამაკაცი, ეს კითხვები იმდენად ძაბავენ ქალს, რომ ხანდახან ქალი იმაზეც ფიქრობს, თუ როგორ მოეწონებოდა ეს მამაკაცი მის უკვე გარდაცვლილ ნათესავს (ამ შემთხვევაში ოჯახის წევრზეა საუბარი).

„საშო მართავს მსოფლიოს,“  - თქვა ერთხელ პოპ ვარსკვლავმა მადონამ. ქალები ხშირად ვიყენებთ სექსუალურ ურთიერთობას მიზნის მისაღწევად და მამაკაცის დასაყოლიებლად, ასევე ხშირად ვცდილობთ სექსით შევაყვაროთ მამაკაცს თავი. თუმცა, როდესაც ცდილობ თავი მოაწონო მამაკაცს, შენი გრძნობები და შეგრძნებები გავიწყდება. ფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გამოიყურები საწოლში და რა ესიამოვნება იმ წამს შენს რჩეულს. თქვენი გადასაწყვეტია, რა გირჩევნიათ, საკუთარი სიამოვნება თუ მამაკაცის აზრი.

რატომ გგონიათ, რომ დაძაბული და პოზირებით დაკავებული ქალი უფრო სექსუალურია, ვიდრე გრძნობებში ჩაფლული სხეული? -  პორნოგრაფიით (ვიდეო, ინტერნეტი, ჟურნალები), მამაკაცებმა უკვე იხილეს ათასი აკრობატული ილეთი ქალების შესრულებით. პირად ცხოვრებაში მათ ფარსი აღარ ჭირდებათ.

მერლინ მონრომერლინ მონროს სინდრომი - ეს მიზეზი ღრმა წარსულში იმალება, მერლინის სინდრომი მისი რთული ბავშვობიდანაც შეიძლება მოდიოდეს, გოგონა მამის გარეშე იზრდებოდა, დედას კი ფსიქიური მოშლიობები ქონდა. ინტერვიუში მერლინი რამდენჯერმე ამხელს, რომ ის რვა წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა მისი მეგობრებიც კი ორჭოფობდნენ, შეიძლებოდა თუ არა მერლინის ნდობა. თუმცა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ტრავმირებულმა სიტუაციებმა ადამიანში შეიძლება შექმნას სექსუალური ტაბუ.  როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

„ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად შექმნილ სექსუალურ პრობლემებს ხანგრძლივი მკურნალობის მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ფსიქოთერაპევტის დახმარებით“ - წერს ალან ბრაუერი წიგნში „ორგაზმი და პოტენცია“.

მირანდა ხობსიმირანდა ხობსის სინდრომი - გახსოვთ სცენა ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც მირანდას სთხოვს მისი მეუღლე შეიცვალოს პოზა, რათა განაგრძოს სიამოვნება? მირანდა პასუხობს, არა ჯობია დროზე დავასრულოთ, ხვალ დილით ადრე უნდა გავიღვიძოო.  ხშირად ორგაზმის უქონლობა გამოწვეულია იმით, რომ ფიქრები სავსეა ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით. იმის მაგივრად, რომ ისიამოვნოთ, თქვენ ფიქრობთ იმ საქმეებზე, რაც მეორე დღისთვის დაგრჩათ გასაკეთებელი, სამსახური, ბავშვები, სარეცხი...

ეს პრობლემა წარმოუდგენლად აქტუალურიგახდა ემანსიპაციის მოსვლასთან ერთად. მაშინ, როდესაც ქალმა მამაკაცის ფუნქციების ნაწილი იტვირთა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? საჭიროა ვისწავლოთ დღევანდელი დღით ცხოვრება და დროებით სიამოვნების დროს მაინც არ ვიფიქროთ არაფერზე, გარდა სიამოვნებისა.

Comments:

GGG Studi@