1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

თუ მეუღლე ინტროვერტია, მოთმინებით აღიჭურვეთ

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

თუ მეუღლე ინტროვერტია, მოთმინებით აღიჭურვეთლექსიკონების მიხედვით, ინტროვერტის ისეთი ადამიანია, რომლის ფსიქო-სოციალური წყობა  შინაგან სამყაროზე ყურადღების კონცენტრირებით და გულჩათხრობილობით ხასიათდება. განმარტება გასაგებია, ადამიანიც მისაღები ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ინტროვერტთან ურთიერთობა არცთუ სახარბიელო ნიუანსებით ხასიათდება: ქმარი ალერსიანი არაა, არ გიზიარებს განცდებს, გრძნობებს იმდენად იშვიათად გამოხატავს, რომ ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარო, ხშირად ეკითხები თავს. 

გულჩათხრობილი ქმარი, რომელიც ალერსით არ განებივრებს – ქალის სერიოზული გამოცდაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად ემოციური და გულგახსნილია;  გაიზარდა ოჯახში, სადაც სატკივარს ყველა  ერთმანეთს უზიარებდა, არ რცხვენოდათ გრძნობების გამოხატვის. მაგრამ ახლა არჩევანი გაკეთებულია და უნდა ისწავლო, როგორ იცხოვრო ადამიანთან ისე, რომ არც მას და არც საკუთარ თავს დამატებითი სატანჯველი არ გაუჩინო.

დასაწყისისთვის, შეეცადეთ, გაიგოთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს ინტროვერტი:

ამ ტიპის ადამიანის მზერა საკუთარი თავის შიგნითაა მიმართული. გრძნობების გამოხატვა მაშინაც უჭირს, როცა  ვინმე გულწრფელად უყვარს.  როგორც წესი, გულდახურულია და მდუმარე. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლობლებისგან გრძნობების დამალვას ცდილობს. უბრალოდ, მათი გამოვხატვა არ იცის,  არც ამის მოთხოვნილება აქვს. არადა სხვებზე ნაკლებად როდი განიცდის ყველაფერს. პირიქით, დამატებითი სირთულე აქვს, “განმუხტვის” საშუალების არქონის გამო, გარშემომყოფებზე გრძნობების გადმოფრქვევის არცოდნის გამო, ყველაფერს საკუთარ თავში ხარშავს და ინელებს.

იმის თქმა, რომ ასეთი კაცი სავსეა ნაკლით, არ შეიძლება. დიახ, უყვართ ინტროვერტებს ყველაფრის საკუთარ თავში დამალვა, არ იციან სიტყვებით გრძნობის გამოხატვა, მაგრამ ამასთანავე ჩხუბი, კამათი და კონფლიქტიც არ უყვართ. ასეთი მამაკაცის მწყობრიდან გამოყვანა ძალიან რთულია, უბრალოდ, არ აყვება სკანდალს, დადუმდება.

მამაკაცი-ინტროვერტი ძალიან პასუხისმგებლობიანია, არ უყვარს ცარიელი დაპირებები და ყოველთვის პასუხს აგებს თავის სიტყვებზე. კეთილია და როცა სჭირდებათ, მზადაა დახმარებისთვის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მათი გრძნობებიც კი უფრო ღრმაა, ვიდრე ჩანს. ემოციურად უფრო ძლიერად არიან მიჯაჭვული საყვარელ ადამიანს, თუმცა ამას ვერ აჩვენებენ.

სიტუაციის ცოტათი შეცვლა შეიძლება, თუ მოსინჯავთ და უამბობთ ქმარს, როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი გრძნობების დანახვა, შეგრძნება, გარეგნული გამოხატვა.  აუხსენით ქმარს, რომ ალერსიანი, ნაზი სიტყვები ძალიან გჭირდებათ, გეხმარებათ მისი სიყვარულის შეგრძნებაში და საპასუხო სინაზესაც ბადებს.

თუ ქმარს უყვარხართ, აუცილებლად გაითვალისწინებს და შეეცდება, ოდნავ მაინც შეიცვალოს. მაგრამ ზედმეტის მოლოდინიც ნუ გექნებათ.  რაც არ შეუძლია, ნუ მოთხოვთ. თუ მის ოჯახში მშობლები ემოციებს არ გამოხატავდნენ, მის ნატურას აღზრდით მიღებული ჩვევაც ემატება.

გაითვალისწინეთ: ბედნიერ ოჯახში ადამიანს ისეთს იღებენ, როგორიც არის და მის გადაკეთებაზეც უპირობოდ უარს ამბობენ. 

Comments:

GGG Studi@