1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

შინაგანი ჰარმონია - წარმატების 6 საიდუმლო

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

შინაგანი ჰარმონია - წარმატების 6 საიდუმლოუმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ ის ექნება, რის მიღწევასაც გაშმაგებით ცდილობს, უფრო ბედნიერად, წარმატებულად, მშვიდად და კმაყოფილად იგრძნობს თავს. თუმცა ბევრი ჩვენგანი ცხოვრებას საკუთარი თავის ძიებაში ატარებს და მაინც ვერასდროს ხდება ისეთი, როგორიც სურს, იყოს. ამბობენ, რომ სინამდვილეში, წარმატებული ადამიანის მთავარი საიდუმლო შინაგანი ჰარმონიაა - საკუთარი თავსა და გარემომცველ სამყაროს შორის ჰარმონია, რომელსაც ”ბედნიერებას” ვუწოდებთ.

საიდუმლო #1. იყავით ბედნიერი:  მის უფლებას ადამიანი დაბადებიდან ფლობს. გარესამყარო ვერ გაქცევთ ბედნიერ ადამიანად, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერების წყარო ჩვენს გარეთ კი არა, შიგნითაა. ადამიანი ნებისმიერი მიზნის მიღწევას შეძლებს, როგორც კი გააცნობიერებს, რომ ყველაფერი მის არჩევანზეა დამოკიდებული. თუ გსურთ ბედნიერება, გახდით ბედნიერი ამ წამსვე – ყველაფრის მიუხედავად, რადგან ბედნიერება არჩევანია და არა რამე ქმედების შედეგი.

საიდუმლო #2. ადეკვატურად შეაფასეთ საკუთარი თავი
ადეკვატური თვითშეფასების უნარი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისას აუცილებელია. ის შინაგან ძალას გვაძლევს, იმისათვის, რომ:

  • არ შევუშინდეთ მტკივნეულ საკითხებს და ყოველთვის გავცეთ პასუხი დასმულ კითხვებს;
  • ვაღიაროთ, რომ ყველასთვის სასიამოვნო არ ვართ;
  • ვაღიაროთ, რომ შეუძლებელია, ვერკვეოდეთ ცხოვრების ყველა სფეროში. ამის მიუხედავად, სასურველი მიზნისთვის ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად მზად ვიყოთ;
  • ვისწავლოთ კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავება და არა - მათგან გაქცევა;
  • ვაღიაროთ, რომ არა ვართ სრულყოფილი და ამიტომაც შეცდომებს ვერ გავექცევით.

საიდუმლო #3 გიყვარდეთ საკუთარი თავი: შინაგანი ჰარმონიის მისაღწევად ყველაზე კარგი საშუალებაა აფირმაცია: “მე მიყვარს საკუთარი თავი და ვიღებ მას ყველა ემოციებთან და შეგრძნებებთნ ერთად”. შეგიძლიათ, გაიმეოროთ ეს სიტყვები ხმამაღლა, ან თქვენთვის.

საიდუმლო #4 იცხოვრეთ აწმყოში
გახსოვდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ ახლა, ამ წუთში დგას. განიცადეთ ბედნიერება და სიხარული სწორედ ახლა. როგორც კი დაანებებთ თავს იმაზე ფიქრს, რომ რაღაც გაკლიათ, იმ წუთიდან ნელ-ნელა დაგეუფლებათ სიხარულის გრძნობა. თუ არ დაემორჩილებით ნეგატიურ ემოციას, წარსულის არასასიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლებას შეძლებთ.

ადამიანთა უმრავლესობა განიცდის სიყვარულში იმედგაცრუებას. მაგრამ ისინი, უბრალოდ, ვერ აცნობიერებენ, რომ თვითონ არიან სავსე ნეგატიური განცდებით. ჩვენ თვითონ ვუცრუებთ იმედს საკუთარ თავს, ვუნიშნავთ გარკვეულ ვადებს, ვუყენებთ მოთხოვნებს და გამუდმებით რაღაცას ველით მისგან.

საიდუმლო #5. "ემოციური ბალანსის" მეთოდი
ემოციური ბალანსის მიღწევის ორი მეთოდი არსებობს: აკუპუნქტურის წერტილებთან მუშაობა და აფირმაცია. აფირმაცია - ეს არის პოზიტიური განმტკიცება იმისა, თუ როგორი გსურთ იყოს თქვენი ცხოვრება. მაგალითად: "მე მიყვარს საკუთარი თავი, პატივს ვცემ და ვიღებ მას." ეს არის ყურადღების მიპყრობის მეთოდი იმისკენ, საითაც მივისწრაფვით სინამდვილეში.

დაივიწყეთ ნეგატიური აფირმაციები: "რა საშინელი სამსახური მაქვს!" ან "რას ვგავარ!" არ დაგავიწყდეთ თქვენი აფირმაციების წარმოთქმა აწმყო დროში. მაგალითად: "ბედნიერი ვარ!" "რა კარგად ვგრძნობ თავს!" ან "მე ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება!" უარყავით ფრაზები: "მე ამას მივაღწევ!" ან "მე ეს მჭირდება", რადგან, ამ შემთხვევაში, თქვენი ქვეცნობიერი გადაწყვეტს, რომ ეს ახლა კი არა, განუსაზღვრელ მომავალში გესაჭიროებათ.

საიდუმლო #6. გააანალიზეთ საკუთარი ემოციები
ყოველი დღის ბოლოს გააანალიზეთ საკუთარი ემოციური მგრძნობელობა. ყველაზე მინიმალური სტრესის, გაღიზიანების ან ნეგატიური განცდის შემთხვევაშიც კი გაიკეთეთ ტესტი "ემოციური განკურნების ფორმულის" მეთოდის მიხედვით ან აღწერეთ მომხდარი ინციდენტი თქვენს დღიურში (არ დაგავიწყდეთ თარიღის მითითება). არ გამოტოვოთ ის აზრები, სადაც აკრიტიკებთ, უარყოფთ ან დასცინით საკუთარ თავს. მიეჩვიეთ საკუთარ თავზე გვერდიდან დაკვირვებას.

ემოციური განკურნების ფორმულა: გაატარეთ საკუთარ თავთან მარტო ხუთი წუთი დაძინებამდე და ხუთი წუთი გაღვიძების შემდეგ, ყოველ დღე.

ნაბიჯი 1. გაიხსენეთ პრობლემა, რომელმაც თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვია. ყურადღება მიმართეთ მისკენ. შეეცადეთ, აზრობრივად წარმოიდგინოთ, თუ რამდენად იმოქმედა მან თქვენზე. შეაფასეთ თქვენი განცდების ინტენსიურობა სკალით 0-დან 10-მდე, სადაც 0-ის ნეიტრალური შეგრძნებაა, რომლის დროსაც თავს ნორმალურად გრძნობთ, ხოლო 10 - მაქსიმალურად უარყოფითი შეგრძნება, რომლის წარმოდგენაც შეიძლება.

ნაბიჯი 2. დაიწყეთ საკუთარ სხეულზე აკუპუნქტურული წერტილების მასაჟირება, თან არ დაგავიწყდეთ, ამ ორი წუთის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის კარგი და საალერსო სიტყვების თქმა.

ნაბიჯი 3. ფოკუსირება კვლავ მოახდინეთ პრობლემაზე და გამოარკვიეთ, რამდენად ძლიერია ამჟამად ნეგატიური შეგრძნებები. შეაფასეთ მათი ინტენსიურობა 0-დან 10-მდე. ჩვეულებრივ, ამ ნაბიჯზე მტკივნეულობის ზღურბლი დაბლა იწევს.

ნაბიჯი 4. ნაბიჯი 2-ის განმეორება.
ეს ციკლი მანამ გაიმეორეთ, სანამ სტრესი და პრობლემა არ გაქრება. პროცედურა, როგორც წესი, 7-12 წუთის განმავლობაში გრძელდება.

 

მასალა მოამზადა ს. გულიაშვილმა
eva.ge 

Comments: