1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

5 მითი ოჯახურ ცხოვრებაზე

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

5 მითი ოჯახურ ცხოვრებაზეოჯახმა რომ ბედნიერად დიდხანს იცხოვროს, ოჯახურ ცხოვრებას ფხიზლად და ანგარიშიანად უნდა მიუდგე – გვირჩევენ მეცნიერები და სიყვარულის მათემატიკურ ფორმულებს ადგენენ. შესაძლოა, შორს არც არიან ჭეშმარიტებისგან: სტატისტიკა ხომ აჩვენებს, რომ ოჯახური ცხოვრებისგან იმედგაცრუება იმიტომ მოდის, რომ მასზე არასწორი წარმოდგენა გვაქვს. მაინც რომელი მცდარი აზრია ფატალური?

ბედნიერი ოჯახი მხოლოდ სიყვარულზეა დაფუძნებული. არაერთი ოჯახური წყვილი საწინააღმდეგოს დაგიმოწმებთ. სიყვარულს ხან ახალი ძალით აფეთქება შეუძლია, ხანაც სრულად დაფერფვლა, და სწორედ ამ დროსაა მნიშვნელოვანი რაღაც სხვა, რაც წყვილს აერთიანებს. ეს შეიძლება იყოს საერთო გატაცება, ინტერესები, წარმოდგენა ცხოვრებაზე. ამიტომ ოჯახის ფსიქოლოგები დაქორწინებამდე წყვილებს იმაზე ფიქრს ურჩევენ, თუ რა აქვთ, სიყვარულის გარდა, საერთო.

საპირისპირო ერთმანეთს იზიდავს. სრულიად განსხვავებულ ადამიანთან ცხოვრება ძალიან რთულია. სხვადასხვა ტემპერამენტისა და ცხოვრებაზე განსხვავებული შეხედულებების ადამიანები იშვიათად არიან ბედნიერი ქორწინებაში, რადგან დროთა განმავლობაში უთანხმოება პირველ პლანზე გამოდის. თავიდან ადამიანი სწორედ იმით გხიბლავს, რომ არ გგავს, მაგრამ მოგვიანებით მასთან გაძლება, მისი შეჩვევა ისე, რომ საკუთარი თავი არ დაანგრიო, თითქმის შეუძლებელია.

სექსი – ბედნიერი ურთიერთობის საძირკველია. ჯანსაღ ოჯახში სრულფასოვანი ურთიერთობა სექსის გარეშე არ არსებობს. მაგრამ სხვა სფეროებში ურთიერთგაგების ჩანაცვლება მას - არ შეუძლია.

თუ არსებობს სიყვარული, ფული მნიშვნელოვანი არ არის. ბედნიერება ქოხშიცაა საყვარელ ადამიანთანო, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ხნით. მერე კი ფინანსური სიძნელეები კამათის, ჩხუბის და, ბოლოს და ბოლოს, განშორების მიზეზიც ხდება ხოლმე.

ადამიანები დროთა განმავლობაში ერთმანეთს ეჩვევიან. თუ ურთიერთობის დასაწყის ეტაპზე რაღაც გაღიზიანებთ თქვენს მეორე ნახევარში, წლების შემდეგ ეს რაღაც განშორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდება.


ს. გულიაშვილი
eva.ge 

Comments: