1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

რას კარგავენ კარიერისტები

მომხმარებლის რეიტინგი
ცუდისაუკეთესო 

რას კარგავენ კარიერისტები

ჩვენგან ბევრს ელიან: გამარჯვებებს, დაპყრობილ სიმაღლეებს, სიმტკიცეს, და თან დაუღლელობას. "დრო ცატაღა დარჩა. ოცდაათი წლის ასაკში თანაკლასელებმა, მეგობრებმა, თანატოლებმა ბრწყინვალე კარიერა მოიწყვეს, შენ კი..." და მაგალითად უამრავი ადამიანის ცხოვრება მოჰყავთ?! საინტერესოა, სჭირდება კი ყველას კარიერა?!

წარმატების მარათონი: სტარტის წინ

არ არსებობს საზოგადოება წესების გარეშე. სწორედ ამიტომ ბავშვობიდან გვესმის, რა გვევალება. ხანდაზმულებს მეტროში ადგილს ვუთმობთ, ვსწავლობთ კარგად, არ ვარცხვენთ მშობლებს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღმოვჩნდით ცხოვრების ფერხულში, რომელსაც თავისი კანონები აქვს. და მთავარი მამოძრავებელი ძალა – წარმატებისკენ ლტოლვა – თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ატრიბუტია! ასეთ ცხოვრებაში სიმშვიდე დაცემის ტოლფასია. ჩვენ გვაჩვევენ აზრს, რომ ბრწყინვალე კარიერა წარმატების მაჩვენებელია, მაგრამ ნუთუ აუცილებელია კარიერა?

ორი გზა მიზნისკენ

სამსახურისადმი დამოკიდებულების მიხედვით ადამიანები ორ ჯგუფად იყოფა. პირველები ნადირობენ შედეგზე, ცხოვრობენ წარმატებიდან წარმატებამდე. მეორენი ნადირობენ სიამოვნებებზე, რომელსაც ღებულობენ წარმატების მიღწევის გზაზე. პირველებს არასოდეს აკმაყოფილებთ მიღწეული, ტრიუმფი ხანმოკლეა. კარიერა მათთვის იდეალური პლაცდარმია – მუდმივი მარათონი გასწრებაზე, განდიდების გრძნობა.

აი, კმაყოფილების განცდისთვის დრო ცოტარა რჩებათ, ისევე, როგორც ფიქრისთვის. ის, ვისაც ურჩევნია დატკბეს პროცესით და არა შედეგით,როგორც წესი, ცხოვრობს მშვიდად, არ მიისწრაფის წინ. ვკითხოთ მხატვარს, რომელიც ქმნის თოჯინებს, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის შედეგს? ის, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ თითოეული თოჯინა მისთვის ფასეულია, უნიკალურია და მასთან შეხების თითოეული წამი ბედნიერებას ჩუქნის.

მარჯვნივ წახვალ...

ყოველი ჩვენგანი რაღაც მომენტში გზაგასაყარზე დგება. ორი ვარიანტიდან ერთ–ერთის არჩევა გვიწევს. ერთია – არ ვიჩქაროთ, ვეძიოთ, მივენდოთ გულის კარნახს. ბოლოს და ბოლოს ხელი მოვკიდოთ საყვარელ საქმეს. აქ კი არა აქვს მნიშვნელობა კარიერას. იქნებ არჩეული საქმე სულაც არ არის პრესტიჟული, თანამდებობა კი ნაკლებად „მომგებიანად“ ჟღერს. იქნებ სამსახურით თავმობეზრებულს დიასახლისობა მეტ სიამოვნებას მოგგვრით? შვილების აღზრდა, ოჯახის კეთილმოწყობა... ამაში ადვილად დაგეხმარებოდათ დეოკლიტიანე, რომელმაც სახელმწიფო საქმეების მართვას ბაღში მუშაობა არჩია.

მაგრამ თუკი კარიერისთვის ზრუნვა მთლიანად ავსებს თქვენს თავბრუდამხვევ ცხოვრებას, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!.

მარცხნივ წახვალ...

მშობლებმა პრესტიჟული ინსტიტუტი აირჩიეს, პერსპექტული სპეციალობით, ისეთი – დამთავრების შემდეგ სამსახურის მოძებნა არ გაჭირდეს. პირველივე ვაკანსიას დათანხმდით უკეთესის გამოჩენის იმედით და ... შემორჩით.

ისეც ხდება, რომ კორპორაციულ დაწესებულებაში დასაქმებულთა 40 პროცენტს, ხშირ შემთხვევაში, არც ესმის, რა საქმიანობას ეწევა მათი კომპანია. უბრალოდ აქვს რაღაც თანამდებობა უწყისის მიხედვით და ხელფასი.

რეზიუმე

დილიდან სამსახურში – ყველაზე ადრე. დაღამებისას სახლში – ყველაზე ბოლოს, როდესაც დამლაგებელი გასაღებებს ახმაურებს, დაცვა კი თვლემს. სახლში გელოდებათ ცარიელი ბინა, მეგობრები დიდი ხანია შემოგეფანტნენ და მხოლოდ ჩაბნელებული ფანჯრის ან უაზრო სატელევიზიო გადაცემის ყურებაღა დაგრჩენია. სახლში მარტოობაა გამეფებული.

“კარიერა არაჩვეულებრივი რამეა, მაგრამ ის ვერასოდეს გაგითბობთ ცივ ღამეს, – ამბობდა უსაზღვროდ წარმატებული და უსაზღვროდ მარტოსული მერლინ მონრო. მასვე უთქვამს: “მარტოობას ყველაზე მეტად კვირა დღეს ვგრძნობ, საქმე არაფერია ქუჩაში უმიზნოდ ხეტიალის გარდაო.’’

თუკი თქვენც მასავით გეშინიათ დასვენების დღეების, ე.ი. სამსახური სამყაროს ერთადერთ ცოცხალ სექტორად აქციეთ. იქ ყველა პატივს გცემთ, სახლში კი ისე გექცევიან, როგორც ერთ დროს იქედან გაქცეულს. კარიერაში მიღწევები და წარმატება პირადი ბედნიერების ილუზიაა მხოლოდ. კარგია, თუ კარიერისა და პირადი ბედნიერების გზები თანხვედრია; თუმცა არაფერია ცუდი იმაში, თუ მთლიანად გაყრილია უკანასკნელის სასარგებლოდ.

eva.ge 

Comments: