1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

ჯენტლმენის მანერები

მომხმარებლის რეიტინგი

ჯენტლმენის მანერებიკარგ მანერებს და კარგი ტონის დაცვას ბევრი მამაკაცი ისე არ ცდილობს, როგორც ქალი. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. რატომ? ნუთუ მშობლები არ ასწავლიდნენ ქცევის ნორმებს, ნუთუ არ ჩააგონებდნენ, რომ ქალის მიმართ ყურადღება ყოველთვის უნდა გამოხატო? შეიძლება არც ასწავლიდნენ, შეიძლება არც არწმუნებდნენ, მაგრამ სწავლა სამარემდეო, ხომ გაგვიგია, და მართალიცაა. ქალი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არც იმ მამაკაცს გაამართლებს, რომელიც ზდილობიანობის და კეთილშობილების ელემენტარულ ნორმებს არ იცავს და არც ცდილობს, დაიცვას.

ვრცლად...

გომბეშო თუ უფლისწული?

მომხმარებლის რეიტინგი

გომბეშო თუ უფლისწული?პატარა რომ ვიყავი, დედა ხშირად მიყვებოდა ამბავს გომბეშოსა და პრინცესაზე, რომელმაც მოჯადოებულ გომბეშოს აკოცა და ის მწვანე, ცივსისხლიანი, პატარა არსება უფლისწულად გადაიქცა. 

სიმართლე გითხრათ, რეალისტი ვარ და არ მჯეროდა ამ ზღაპრის. უფლისწულზე არასდროს მიოცნებია. დედა კი მიმეორებდა, რომ ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდებოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული. 

რაღა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ძალიან გვიყვარდება, ჩვენს გრძნობებს და გულს ვჩუქნით მას, თავს ნამდვილ მამაკაცად ვაგრძნობინებთ და გომბეშო უკვე უფლისწულად გვეჩვენება. ყურებამდე ხარ შეყვარებული და ვერ ამჩნევ მის ცუდ მხარეებს. დაქალები კი გამუდმაბით გიმეორებენ, ის შენი ღირსი არაა, შეხედე რა ნაძირალაა. ამ შემთხვევაში დაქალებს ებუტები და არც კი ცდილობ მისი ცუდი მხარეები დაინახო. დაფიქრდი იქნებ ისინი მართლები არიან და ის ისევ ისეთივე გომბეშოა. შენ კი ოცნების მამაკაცად გეჩვენება, ვერ ამჩნევ მის იმ თვისებებს, რომელიც ადრე გაღიზიანებდა. ის შენთვის ერთადერთია და პატიობ აბსოლიტურად ყველაფერს.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: ის გომბეშოდ გეჩვენება ხოლო, როდესაც კარგად გაიცნობ მიხვდები, რომ ის სწორედ ის მამაკაცია რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდი. ხშირად მამაკაცებს კომპლექსები აწუხებთ და ვერ ახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების გამოჩენას. ამ შემთხვევაში შენ უნდა გადადგა ნაბიჯი და გომბეშოსგან სუპერ ბიჭი გამოთალო.

მერწმუნე, ქალზე ბევრი რამაა დამოკიდებული. შენ შეგწევს ძალა მისი ცხოვრების გზის გამკვლევი და მისთვის პერსონა ნონგრატა გახდე. მაგრამ არა პირდაპირ!

არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდე და არ აგრძნობინო მისი მინუსები. ნელ-ნელა მეგობრულად და ზრდილობიანად მიახვედრე იმ ქცევებზე რაც არ მოგწონს. თუ მოინდომებ მისგან ვარსკვლავს შექმნი. ის ხომ მოჯადოვებულია, როგორც ზღაპარში. ხშირად ნიღბის მიღმა კეთილი და გულთბილი ადამიანი იმალება. მაგრამ ცხოვრება არ აძლევს მას საშუალებას, რომ ნიღაბი მოიხსნას. ხოლო თუ შენს წინაშე ნიღაბს მოიხსნის მაშინ შენ მისთვის ყველაზე ძვირფასი ხარ. მაგრამ თუ შენ აღარ მოგწონს მისი საქციელი და ხვდები, რომ “უფლისწულობის” პერიოდმა გადაუარა თან მწვანე ფერიც ეპარება. სასწრაფოდ გადამჭრელ ზომებს მიმართე. არავის მისცე უფლება დაგამციროს და ტკივილი მოგაყენოს, პირდაპირ შეახსენე, რომ ბაყაყი იყო ნუ მოგერიდება.

ერთ-ერთი ჩემი ნათესავი უზომოდ იყო შეყვარებული არასასიამოვნო და არასიმპათიურ ახალგაზრდაზე. რა არ გადაიტანა, ოჯახის წინააგმდეგობა, დაკარგა რამოდენიმე დაქალი და მაინც არ დაშორდა “ძვირფასსა და ერთადერთს”, როგორც თვითონ უწოდებდა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისეთი ინციდენტი მოხდა, რომ ნათლად დაინახა საყვარელ ადამიანში დამალული გომბეშო. დღეს აღარც კი უნდა მისი სახელის ხსენება.. რა ეთქმის ამ შემთხვევაზე თუ არა, რომ სიყვარული ბრმაა მაგრამ ძალიან უგულოები და კრიტიკულებიც ნუ ვიქნებით გვახსოვდეს, რომ ის დაფრინავს. დიდ ადრენალინს გამოყოფს და ცხოვრებას სულ გაზაფხულად განახებს. მერე რა თუ შენი მეორე ნახევარი გომბეშოა მთავარია შენ მოგწონდეს და უყურო ისე როგორც უფლისწულს. შესაძლოა არ იყოს ბრედ პიტის გარეგნობის, არც განათლებული იყოს, მაგრამ მისთვის შენ იყო მთელი სამყარო აი ესაა მთავარი მაშინ კი დამიჯერე გომბეშო ნამდვილ უფლისწულად მოგეჩევნება. ასე რომ ჯობია გომბეშო შეიყვრო, გეცოდინება, რომ გომბრშოა და ბევრს არაფერს მოთხოვ. თან არ იცხოვრებ ილუზიებით და ცხოვრებას საღი თვალით შეხედავ, არ გაგიჩნდება ეჭვი ნუთუ ის ისევ გომბეშოა. მაგრამ რა იცი ცხოვრება თამაშია და ხანდახან ისეც ხდება, როდესაც მწვანე ბაყაყი ჯობს მითიურ უფლისწულს! 


მარიამ ძეგანიძე

განქორწინება არ არის ცხოვრების დასასრული

მომხმარებლის რეიტინგი

განქორწინება ჯერ კიდევ არ არის ცხოვრების დასასრულიგანქორწინება... სამწუხაროა, მაგრამ ხან ამგვარადაც მთავრდება ოდესღაც ბედნიერი სიყვარული. რას იზამ, ყველას თავისი ბედი აქვს...  ვისი ინიციატივითაც უნდა ხდებოდეს განქორწინება, თითოეული მეუღლე თავს დამნაშავედ გრძნობს მრავალი მიზეზის გამო: მათ ვერ შეძლეს ურთიერთობის შენარჩუნება, დაანგრიეს ან მიატოვეს ოჯახი, იმედი გაუცრუეს ნათესავებსა და მეგობრებს, და რაც მთავარია, დაზარალდნენ ბავშვები.

ვრცლად...

ტელევიზია + გართობა

Chanel Haute Couture Fall Winter 2012/2013



GGG Studi@